ირანელი პაციენტი, ბათუმში არსებული კარანტინის ზონიდან, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ სამშობლოში დაბრუნება არ უნდა.
“გამარჯობა, მე შაჰაბი ვარ, ბათუმში, სასტუმროში ვცხოვრობ. არ მაქვს კორონავირუსი, მაგრამ 15 დღე აქ, კარანტინში უნდა გავატარო. არ მაქვს პრობლემა, ძალიან კარგი სატუმროა, ხალხი კი საქართველოში კეთილგანწყობილია. ვფიქრობ აქ ვიცხოვრებ. არ მინდა ირანში დაბრუნება. ჩემს ქვეყანაში ადამიანები კორონავირუსით არიან დაინფიცირებული, მე კი – არა. მადლობა ექიმებს და სასტუმროს პერსონალს”
წყარო – ფორტუნა
კომენტარები