• რეკლამა
  • კონტაქტი
05:24, სამშაბათი, 4 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“დღეს ლაგოდეხიდან ბიჭი მოდიდოდა, თელავში გააჩერეს და 2 საათია ვერ გვიპოვია“ – გიორგი გახარია

ალია ავტორი - ალია
20:14 09-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
81


,,ახლა ჩვენ აქ ვსაუბრობთ, მომავლის გეგმებს ვსახავთ და სამწუხაროდ, პარალელურად აქ ლაგოდეხიდან ბიჭი მოდიოდა, თელავში გზაზე გააჩერეს და 2 საათია ტელეფონით ვერ გვიპოვია.  ჩვეულებრივი პირდაპირი ზეწოლაა, ზუსტად ისეთი, როგორიც 2011-2012 წლებში იყო. ხაშურში მერობის კანდიდატზე, ძალიან მაგარ კაცზე, ბიზნესმენზე, ადგილობრივზე – პირდაპირი მუქარით მის საქმეს და ბიზნესს უკვე გასცდნენ და ოჯახის წევრებზე ემუქრებიან  – იმას დავიჭერთ, ამას, შემოგიგზავნით ფინანსურ პოლიციას. წარმოუდგენელ რაღაცეებს აკეთებენ. ფოთში ჩვენს სიაში მყოფი საჯარო მოხელის ნათესავებთან მიდიან და ნათესავებს ეუბნებიან, რომ გადაათქმევინეთ, თორემ თქვენ გაგაგდებთო – თავად მასთან ვერ მიდიან და ნათესავებს ეუბნებიან, თქვენ მოელაპარაკეთ, თორემ გაგაგდებთო.’’- ისაუბრა გიორგი გახარიამ გურჯაანში კანდიდატების წარდგენისას. 


,,ჩვენ ზუსტად სამი თვე გვისრულდება ახლა.  ვერავინ იჯერებდა, რომ სამი თვის შექმნილი პარტია, სამი თვის განმავლობაში ჩაატარებდა იმხელა საქმეს, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ და მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში, წარადგენდა სიების კანდიდატებს და  თითქმის ყველგან მერობის კანდიდატებს. წარმოუდგენლად დიდი საქმე გავაკეთეთ  ყველამ ერთად. ამას არ ელოდებოდნენ – 2 რიცხვში, როგორც კი შევიტანეთ ეს, უკვე მთელი საქართველო მოვიცავით, დავარეგისტრირეთ სიები –  ახლა ამ სიების აფეთქებაზე მუშაობენ – პირველ რიგში სიების, მაჟორიტარობის და მერობის კანდიდატების.’’- განაცხადა გიორგი გახარიამ. 


პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარტიის წარმატებული მუშაობის გამო, ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით, „ოცნებისგან“ პარტიაზე და მის კანდიდატებზე წამოსული თავდასხმები, დაშინების, მუქარისა და შანტაჟის შემთხვევები  მის გუნდს მეტ ძალას მატებს.
,,მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ეს ყველაფერი ძალას გვმატებს. დასანანია და გულგასატეხია რაც ერთად გვიკეთებია, გვიშრომია და შედეგისთვის მიგვიღწევია – მაგრამ ყველას მინდა გითხრათ, რომ  იმან რაც ახლა ხდება, არ უნდა გაგვაბოროტოს. ჩვენ ჩვენი ღირსება უნდა შევინარჩუნოთ, უნდა შევიდეთ იმ ხალხის მდგომარეობაში, ვისაც ახლა ამას ავალებენ და ამ რიგითებს უწევთ იქ რაღაც სისულელეების კეთება. წყნარად, მშვიდად – არავის ლანძღვა ჩვენ არ გვჭირდება – საქმეს უნდა მივყვეთ. ეს არის მთავარი მიზანი.’’ – განაცხადა გახარიამ. 


,,ჩვენი გამარჯვების ფასი და ჩვენი წარმატების ფასი იქნება ბევრად უფრო დიდი, ვიდრე ზოგიერთებს ჰგონიათ და ამ არჩევნებიდან იწყება ცვლილებები! ჩვენ არსად არ გვეჩქარება – იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მიზანია ძლიერი, სამართლიანი და თანამედროვე სახელმწიფოს შექმნა.’’- ამბობს პარტია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარე.

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თარჯიმანი
ახალი ამბები

„შეჭამე შენი თითები“– სასაცილო, ძვირადღირებული და ტრაგიკული შეცდომები – როცა თარჯიმანი არასწორად თარგმნის

20:32 08-03-2026
ევაკუატორი
ახალი ამბები

როგორ გადაგვარჩინა ევაკუატორმა – 4 გოგოს თავგადასავალი ქალაქგარეთ

16:23 08-03-2026
ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved