• რეკლამა
  • კონტაქტი
01:37, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მიცვალებულებზე თვალის დახუჭვა ეს რაღაც ახალი სტანდარტია, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობთ” – ანა ნაცვლიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:00 09-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

„ჩვენი საზოგადოება, ამ წლების განმავლობაში, შეეჩვია ცოცხალ  ადამიანებზე თვალის დახუჭვას, მაგრამ მიცვალებულებზე თვალის დახუჭვა ეს კიდევ რაღაც ახალი სტანდარტია, რომლის დამკვიდრებასაც თქვენ ცდილობთ“, – ასე მიმართა ფრაქცია „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, დღეს საქართველო არ არის ის ქვეყანა, რომლის პარლამენტს შეუძლია თავს უფლება მისცეს დასასვენებლად წავიდეს. 

„ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივ რეჟიმში მყოფი სახელმწიფო. ჩვენ ვართ ჭირისუფალი სახელმწიფო, რომელსაც ყოველდღიურად ეღუპება ათობით  ადამიანი. ის, რომ სტატისტიკა მცირდება, ეს ძალიან ბევრი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანის მუშაობის შედეგია და ამ შედეგს, გათენებულ ღამეებს, სტრესს, ნერვიულობას, წარმოუდგენელის შეძლებას, რასაც  ჩვენი სამედიცინო პერსონალი ახერხებს, ნუ მიიწერთ პოლიტიკოსები.

 ამ ვითარებაში,  იმ ოჯახებისთვის, ვინც უძვირფასესი ადამიანები დაკარგეს და  იმ ადამიანებისთვის ვინც დაიღუპნენ, არანაირი შეღავათი არ არის სტატისტიკის მოშველიება.   რას აკეთებს ამისთვის პარლამენტი? არაფერს! უფრო სწორად, ყველაფერს იმისთვის, რომ არ შეიმჩნიოს ეს ვითარება. პარლამენტის დღის წესრიგს ემჩნევა, რომ ჩვენ  ჭირისუფალ ვითარებაში მყოფი პარლამენტი ვართ? ერთი საკითხიც არ არის ჩასმული, რომელიც ამ თემას პასუხს მაინც გასცემს, შეიმჩნევს მაინც ამას,“ –  აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

თეგები: ანა ნაცვლიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved