• რეკლამა
  • კონტაქტი
17:42, ორშაბათი, 20 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სრული სისულელეა და შარლ მიშელისგან ეს წინადადება ვერ წამოვიდოდა…” – რა სისულელეს მოაწერეს ხელი დეპუტატებმა? – ზილფიმიანი

ალია ავტორი - ალია
16:31 09-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრი, დავით ზილფიმინაი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში ჩაწერილ 43%-ის განმსაზღვრელ პუნქტს აკრიტიკებს და ამბობს:

„მინდა შევეხო შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელსაც მრავალმა ჩვენგანმა ხელი მოაწერა და ამ დოკუმენტში იმ 43%-ის განმსაზღვრელ პუნქტს, რომელიც განსაკუთრებით ახლა გამოიყენება, როგორც თითქოსდა რეფერენდუმის საწყისი ფორმაა ამ ჩანაწერის გამო.

უნდა აღინიშნოს, რომ პროცენტის განსაზღვრა, რომ შემდეგი არჩევნები არალეგიტიმურად იქნება ცნობილი ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს და მსგავსი რამ ევროპაში არ მომხდარა. ძალიან ხშირად ყოფილა, რომ ვთქვათ, მემარჯვენე-ცენტრისტებმა გაიმარჯვეს საპარლამენტო არჩევნებში, ხოლო მემარცხენე-ცენტრისტებმა გაიმარჯვეს ადგილობრივ არჩევნებში და ეს არ ხდება მიზეზი იმისა, რომ არა ლეგიტიმურად გამოაცხადო საპარლამენტო არჩევნები და დანიშნო რიგგარეშე.

სრული სისულელეა და გარწმუნებთ, რომ ბატონი მიშელისგან ეს წინადადება ვერც წამოვიდოდა.

იმ ტრადიციებზე, რომელზეც ის გაიზარდა და ის პოლიტიკური სკოლა, რომელიც დასავლეთში არსებობს, თავის თავში მსგავს რაღაცას არ მოიცავს. ამიტომ ქართველებთან ურთიერთობის დროს რატომ ჩამოყალიბდა ის პუნქტი ამას დიდი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

ამ შეთანხმებაზე ხელის მოწერის დროს, მე ეს პოზიცია ყოველთვის მქონდა. გარწმუნებთ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ არსებობს მსგავსი გამოცდილება და ასეთი რამ ბუნებაში არ მომხდარა ევროპაში და ვერც მოხდება, რომ ერთი არჩევნების პროცენტი წინა არჩევნების სარევიზიო ნორმა იყოს. მაშინ წარმოიდგინეთ სადამდე მივალთ ან რა სახეს მიიღებს, მათ შორის, ალბათ ანარქიულს, თუ ყოველთვის ასე იქნება, რომ ერთი არჩევნები შლის მეორე არჩევნებს და აუცილებლად ყველა არჩევნებში ერთი და იგივე ძალა, ერთი და იგივე პროცენტით უნდა იმარჯვებდეს“

თეგები: დავით ზილფიმიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved