ლანჩხუთში გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარტიული სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენამდე რამდენიმე საათით ადრე, სიის მე-10 ნომერმა, მამუკა კუნჭულიამ, პარტიის რიგები დატოვა. ამის შესახებ მან „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
მეგობრებო, გარკვეულ მიზეზთა გამო, ვტოვებ პარტია “საქართველოსთვის” რიგებს და ვუერთდები “ქართული ოცნების” გუნდს, რომელსაც ლანჩხუთში წარმოადგენენ _ ბატონი ალექსანდრე სარიშვილი და ქალბატონი ელისო ჭიჭინაძე“ _ წერს კუნჭულია.
კომენტარები