• რეკლამა
  • კონტაქტი
15:04, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ყოველი არჩევნების წინ, ჩვენ ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის ამგვარ განცხადებას დაბრუნებაზე – შალვა ნათელაშვილი

ალია ავტორი - ალია
12:54 09-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნების შესახებ სწორ პიარ-სვლად აფასებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი. ამის შესახებ ნათელაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში „საჯარო პოლიტიკა“ განაცხადა.

„ყოველი არჩევნების წინ, ჩვენ ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის ამგვარ განცხადებას დაბრუნებაზე. შემდგომ ვისმენთ არანაკლებ დამაჯერებელ განცხადებას, რომ თუ მისი დაბრუნება გამოიწვევს დესტაბილიზაციას, მას არ უნდა ასეთი დაბრუნება. ამიტომაც ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი ვიფიქროთ, რომ იგივე განვითარდება ახლაც. ეს პიარულად სწორია. იმისათვის, რომ დამუხტოს თავისი მომხრეები და თავისი პარტია, რა თქმა უნდა საჭიროა ასეთი სულიერი საკვები იმედის სახით,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილს არ უნდა დაეკარგა საქართველოს მოქალაქეობა და ქვეყანა არ უნდა დაეტოვებინა.

„არასწორი იყო ის, რომ მან დატოვა ქვეყანა და დაკარგა მოქალაქეობა. მაქსიმუმ ერთი-ორი კვირა დაეპატიმრებინათ. მერე მთელი მსოფლიო დადგებოდა ფეხზე, იქნებოდა აქ, იქნებოდა სხვა სიტუაცია და ბევრი რამე შეიცვლებოდა,“ – ამბობს ლეიბორისტების ლიდერი და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ქვეყნის გარეთ ყოფნის ფაქტორი საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება.

„სანამ გვეყოლება ქვეყნიდან გაძევებული პრეზიდენტები, პირადდაცვა მოხსნილი პრეზიდენტები, (რაც გაუკეთეს მარგველაშვილს), მანამდე არ გვექნება მსოფლიოში სახელმწიფოს იმიჯი,” – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტიმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ დააანონსა.
სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში სახალხო რეფერენდუმის წინ დაბრუნდება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ჯერჯერობით არ ასახელებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved