• რეკლამა
  • კონტაქტი
01:50, შაბათი, 6 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ივანიშვილმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები, თორემ შეიძლება მის სასახლეს ალყა შემოარტყან და ყველა ჩაცხრილონ!» – სოსო ჯაჭვლიანი

ალია ავტორი - ალია
01:02 09-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
148

„ალიას“ არქივიდან

«ალია», 2012 წლის აპრილი, ნინო სამხარაძე

„სახალხო კრების“ სპიკერი – სოსო ჯაჭვლიანი:

– როგორც ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა ევროპაში ვიზიტისას, მე ვარ ფაშისტური რეჟიმის ქვეყნიდანო. ეს რაც ხდება, არის წმინდა წყლის ფაშიზმი, რაც მოხდა 26 მაისს, ეს არის კლასიკური ფაშიზმი, ფაქტობრივად, ხალხი დახვრიტეს. ეს როდიონოვსაც არ გაუკეთებია, მაგრამ ამის მიუხედავად, როცა ჩვენ 9 აპრილს მივდიოდით სანთლების დასანთებად და ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ 9 აპრილს გმირულად დაღუპულთა სულებს, მე ვერაფრით წარმოვიდგენდი იმას, რაც იმ დღეს მოხდა, ჩვენ მოგვაქციეს ალყაში და 45 წუთის განმავლობაში არ გვიშვებდნენ. მე საერთოდ არ ვაქტიურობდი და იცით, რატომ? უბრალოდ, ვიდექი, ვუყურებდი ამ ყველაფერს და ერთი წინადადება ვთქვი, – განა, როდემდე უნდა იყოთ აქ? მე აქ ვიდგები და როცა იქნება, მივალ და სანთელს დავანთებ… ვუყურებდი და მეცინებოდა. სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ბიჭები იდგნენ და გამიჩნდა ასეთი სინანული, – რა საცოდავები და რა მონები არიან… ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ეკითხებოდა ამ ბიჭებს, – ამიხსენით, რატომ არ მიშვებთ სანთლის დასანთებად? ამასვე ეკითხებოდნენ „სახალხო კრების“ სხვა წევრებიც და გვპასუხობდნენ, – რუსთაველზე 9 აპრილის მემორიალთან სამთავრობო ღონისძიებააო… წარმოგიდგენიათ? ეტყობა, კომაში ვარდებიან ეგენი, როცა ნინო ბურჯანაძეს და „სახალხო კრებას“ ხედავენ. აბა, როგორ უნდა ახსნა სხვანაირად, რა შუაშია სამთავრობო ღონისძიება?.. თურმე, გია ბურჯანაძეს, „მასტერაა“ თუ ვიღაცა, ეუბნებოდა, – თქვენ მისამართი შეგეშალათო… სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალთან უნდა მისულიყავითო… ვაი, თქვენს პატრონს, გესმით, რა ხდება?! ეს არის ფაშიზმი, თურმე, ფაშიზმს ვინც ებრძოდა, ისინი ამათი მასხრად ასაგდები არიან და ეზიზღებათ… მამაჩემი – მირიან ჯაჭვლიანი, რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია და რომელიც ფაშიზმს ებრძოდა, ესე იგი ამათთვის მიუღებელია. ხოდა, მამაჩემის შემგინებლის დედასაც შე…ცი… მამაჩემმა, რომელმაც მთელი ეს ჯოჯოხეთი გამოიარა, „შტრაფნოი“ ბატალიონებში იყო, რომელიც ებრძოდა ფაშიზმს, რომელზეც ფილმს ვაკეთებ, სადაც ვაჩვენებ, მართლა რა არის ფაშიზმი, ვინ მოგვიტანა დღევანდელი საქართველო თავისი სისხლით და თავგანწირვით და იმ ხალხს ეს ფაშისტები აგინებენ. მოვა დრო და ეს პატარა ნაძირალები, პასუხს მიიღებენ, რომლებიც ამბობენ, – მისამართი შეგეშალათო, ზუსტადაც მთელი საქართველო უნდა მიდიოდეს იმ მემორიალთან, ვინც სამამულო ომში დაიღუპა, 750 ათასი კაცი წავიდა და აქედან 400 ათასი კაცი დაიღუპა, ამას რომ ქართველი კაცი იტყვის, ესე იგი, ერი დაღუპულია… იმ გენოციდს ერი გადაურჩა და ამ უბედურებმა კი თვითონაც არ იციან, რას ბოდავენ და რა ცოდვას ჩადიან… რა ბედნიერია ადამიანი, ვინც სამშობლოს გულისთვის დაიღუპა, 9 აპრილის გმირებს ვგულისხმობ, მაგრამ 26 მაისს, რაც ამ ფაშისტებმა გააკეთეს, როდიონოვს არ გაუკეთებია. როდიონოვმა გზა მაინც დატოვა, ამათმა ჩაკეტეს გზები და როგორც ცხოველებს, ისე მოგვექცნენ… 26 მაისმა ყველაფერს გადაუჯოკრა ამ კუთხით, რადგან შენიანებმა გაგიკეთეს ეს. ვიცოდით, რომ 9 აპრილს რუსები მოგვექცნენ ასე, ჰოდა, ეს ფაშისტები კი გვეუბნებიან, – მისამართი შეგეშალათო… ჩვენ კი არ შეგვეშალა მისამართი, ჩვენ ვიცით, რასაც ვაკეთებთ. ჩვენ მივალთ 9 აპრილს დაღუპულების და 26 მაისს გარდაცვლილთა საფლავებზეც გავალთ, სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალებთან, აფხაზეთის გმირებთან, სამაჩაბლოში დაღუპულ ბიჭებთან, მაგრამ ეს საცოდავები რას აპირებენ, ეს მართლაც ჭანჭიკები, ესენი?.. მართლაც ძალიან მძიმე სიტუაციაა, თავმოყვარე სახელმწიფოში რომ მსგავსი ინციდენტი მოხდეს, განგაშის ზარებს შემოსცხებენ, მაგრამ, რატომღაც, საქართველოში სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირია…

– მოდი, საზოგადოებას შევახსენოთ „მასტერა“ ეს არის კაცი, რომელიც უკვეთდა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას ჩეჩენ «ბოევიკს»… ეს ადამიანი არ დასჯილა. ფაქტია, ამ ხელისუფლებაში „ვიში ბალაა“ და მას იყენებენ კონკურენტების მოსაცილებლად…

– ეს არის კრიმინალური ბანდა, ოღონდ ფაშიზმის რაღაც ახალი სახეობა დანერგეს, ახალი ჯიშის ფაშისტები არიან. მინდა ყველამ გაიგოს: ვაცხადებ, რომ ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშეა ქვეყანა!.. ასევე ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშეა ბიძინა ივანიშვილი, არ გაგიკვირდეთ, რომ ეს ხელისუფლება, უფრო სწორად, კრიმინალური დაჯგუფება, ავიდეს ივანიშვილის რეზიდენციაში, ალყა დაარტყან, შევარდეს სპეცრაზმი და ჩახოცონ… ესენი ყველაფერზე წამსვლელი არიან, ჩამოიხსნეს ნიღბები და ნიღბის გარეშე გვემუქრებიან. შეიძლება მათ პირდაპირ კონკურენტების დახოცვა დაიწყონ ქუჩაში. ეტყობა, ამათ რაღაც თამაშები აქვთ კომპიუტერში ნანახი… ვინც არ უნდა დაიმუქროს და რაც არ უნდა გააკეთოს, ყველას ჰყავს შვილები, ოჯახი და ახლობელი… ამიტომ ყველა უნდა იყოს ჭკვიანად. ხვდებით, რისკენ გვიბიძგებენ? რა დონეზე აქვთ ამათ ტვინი არეული. „მასტერას“ და ყველას მივმართავ, – დაფიქრდით, რისკენ გვიბიძგებთ!.. ხვდებით, ესენი რას აპირებენ?! ესენი აპირებენ აშკარად სამოქალაქო ომს, რომელსაც დააბრალებენ ოპოზიციას და ეს გახდება მიზეზი, რომ ე. წ. რადიკალები ციხეში ჩასვან. დიახ, ესენი სამოქალაქო ომისკენ უბიძგებენ, ისეთ ვითარებას ქმნიან… ფრთხილად იყვნენ ესენი, თორემ ჩვენი დასაცავები გახდებიან. ერთ მშვენიერ დღესაც ეს ქართველი ხალხი ისე გააფრენს, რომ ეს უბედურები მართლა ჩემი დასაცავები გახდებიან, ამიტომ, ამ ფონზე, ჩვენთვის მთავარი ამოცანაა – „ძალა ერთობაშია“! ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები, თორემ შეიძლება მის სასახლეს ალყა შემოარტყან და ყველა ჩაცხრილონ…

ჩვენი სიტუაცია დღეს იცი, როგორაა?.. ერთი ანეკდოტი მახსენდება: დასახვრეტად გაჰყავთ ინგლისელი, ფრანგი და მეგრელი… ეუბნებიან, – ყველამ თქვით თქვენი ბოლო სურვილიო… მოკლედ, ინგლისელმა და ფრანგმა უკანასკნელი საგრიალო სურვილები გამოთქვეს, გამოიყვანეს მეგრელი და ეკითხება, – მართლა ასპროცენტიანი მხვრიტავთო?! კიო, – უპასუხეს… ბოლოს რომ დარწმუნდა მეგრელი, რომ სიკვდილი არ ასცდებოდა, მოისაწყლა თავი და მოითხოვა, – თუ შეიძლება, ძალიან მარტივ უკანასკნელ სურვილს გეტყვით და ბევრი-ბევრი მიკროფონი მომიტანეთო… მოუტანეს მიკროფონი და იკითხა მეგრელმა, – ჩართულია ყველა მიკროფონი და გადაიცემა პირდაპირი ეთერითო?.. – კიო, უპასუხეს… ჰოდა, მეგრელმა უკანასკნელი სიტყვა თქვა: „მიშველეეეეეეეეეთ!!!“ აი, ახლა ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, თორემ სხვანაირად არაფერი არ გამოგვივა… დღეს ერთადერთი ადამიანია ივანიშვილი, რომელზეც საზოგადოება რეაგირებას გააკეთებს. ამიტომ მან დროზე უნდა იყვიროს: «მიშველეეეეეეეთ!!!» და ვუშველოთ საქართველოს!..

თეგები: სოსო ჯაჭვლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved