• რეკლამა
  • კონტაქტი
20:59, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ გვინდა არეულობა, მაგრამ შევუბრუნოთ ხელი, თუ გადმოვლენ ძალადობაზე… პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე” – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:24 09-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს:

“პირადად ჩავალ ამ არჩევნებზე საქართველოში და მინდა, მოვუწოდო უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვისაც გაქვთ ამის საშუალება, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ ამისთვის თქვენი დრო, საშუალებები და ვისაც როგორ შეგიძლიათ ჩასვლა, ხმელეთით, ჰაერით, ზღვით.. წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში.

ბევრი მეკითხება, თუ როგორია ჩემი გეგმები იმ ისტორიულ არჩევნებთან, რეფერნედუმთან დაკავშირებით, რომელიც 2 ოქტომბერს იმართება საქართველოში. ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ გამოვიდა ევროკავშირის ხელშეკრულებიდან, მაგრამ ქართველი ხალხი, ევროპა არ გამოსულან ამ ხელშეკრულებიდან. 2 ოქტომბერს, დიახაც, რომ იმართება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, რომ ეს წარმოუდგენელი სპირალი სიღარიბის, სიღატაკის, გაუბედურების, ოჯახების დანგრევის, საქართველოს განადგურების დასრულდეს. საქართველოში მყოფმა თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღო გადაწყვეტილება, წავიდეს ამ რეფერენდუმზე და ხმა მისცეს ივანიშვილის ე.წ ოცნების წინააღმდეგ.

ეს არის ჩვენი პატრიოტული ვალი საქართველოს გადასარჩენად. ეს არის ბოლო ზღვარი, როდესაც ყველამ უნდა ამოვიღოთ ხმა,  ჩავერთოთ პროცესში. ჩვენ ყველა ერთად არ მივცემთ საშუალებას ივანიშვილს, გაგვიმეოროს ერთი და იგივე ტრიუკი, თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობის მოწმობის გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, რა თქმა უნდა იზამს, ოღონდ ამჯერად, ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, შევუბრუნოთ მათ ხელი, თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა და არ გვინდა ძალადობა, მაგრამ ჩვენ ასევე გვინდა მომავალი და ასევე არ გვინდა, რომ ჩვენზე ძალადობდეს ვინმე. ჩვენ არ გვინდა, რომ გვანადგურებდეს ვინმე და ჩვენ ამას წყანარად შევხვდეთ, ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ღირსება, სიამაყე, გვინდა ადამიანური ცხოვრება. თქვენ იცით, რომ ჩემ წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც მსოფლიოში არ ცნობს არც ერთი ქვეყანა. მე დავდივარ ყველგან, მათ შორის საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, მიღებენ ყველგან და არსად არასოდეს კითხვები არ უჩნდებათ ამ ე.წ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით. უკვე ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქმეები არის გაყალბებული და აბსოლუტურუად საფუძველს მოკლებული. მე არც მათი დაპატიმრების არ მეშინია, რადგან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved