• რეკლამა
  • კონტაქტი
03:49, ორშაბათი, 11 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩემი მერობის პირველივე 100 დღეში ჩვენ ამას გადავცემთ რუსთაველებს” – რა დაპირებას იძლევა დავით კირკიტაძე

ალია ავტორი - ალია
14:43 09-05-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
125

“საარჩევნო კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავჯდომარე დადიან ქალაქ-ქალაქ, მუნიციპალიტეტებში და ათასგვარ სისულელეს აცხადებენ. მათი განცხადებები ძირითადად კომიკურია,” – ამის შესახებ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“  დავით კირკიტაძემ განაცხადა.

„რუსთავში იყვნენ ჩამოსული და თქვეს, რუსთავი უნდა აქციონ ტურისტულ ცენტრად. გუშინ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ქუთაისის „ტორპედო“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაგვიხარდებოდა, მაგრამ კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს არ არის ქვეყანაში მთავარი პრობლემა.
ჩვენ მათ განცხადებაზე სულ არ გვეცინება. დღეს გვინდა დავიწყოთ პროგრამა, პროექტი, რომელიც ესაჭიროება ყველა რუსთაველს. მოგეხსენებათ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლების სათავეშია. 3 200 დღეზე მეტია, რაც ისინი ხელისუფლებაში არიან, მოსახლეობას უკიდურესად გაუჭირდა, განსაკუთრებით ქალაქებში.
მინდა, რუსთაველებს მივმართო და გავაცნო ჩემი გეგმა, თუ რას გავაკეთებ პირველი ასი დღის განმავლობაში. მთავარი პრობლემა ამ ქალაქში არის სოციალური სიდუხჭირე და გაჭირვება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებამ ჩააყენა თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე.
პირველ ას დღეში ყველა რუსთაველს ვპირდები, მიუხედავად მისი პოლიტიკური გემოვნებისა, ისინი საკუთრებაში მიიღებენ სახელმწიფოს ხელთ არსებულ ქონებას. პირველ რიგში, მათ დაუკანონებთ ავტოფარეხებს. რუსთავის გარშემო არსებობს რესურსი, თითოეულ რუსთაველს სულადობის მიხედვით გადავცემთ 600 და 900 კვადრატულ მეტრა მიწის ნაკვეთებს. ასეთი პრაქტიკა რუსთავში არსებობდა და მოქალაქეების ნაწილს მიღებული აქვს.
პლიუს ამას, იქ მოვაწყობთ შესაბამის საცხოვრებელ გარემოს, მივიყვანთ წყალს, გაზს, ელექტროენერგიას, ყველა საჭირო ინფრასტრუქტურას. მესამე და მნიშვნელოვანი, ყველა რუსთაველს, ვისაც მფლობელობაში აქვს გარკვეული საკუთრება, რომელიც არ აქვს დაკანონებული, სამეზობლოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ასევე კორპუსის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ მათ საკუთრებაში გადავცემთ.
ჩემი მერად არჩევის შემთხვევაში, რუსთაველებს გაუჩნდებათ კერძო საკუთრება, რითაც ისინი ოდნავ მაინც შეიმსუბუქებენ იმ მძიმე ყოფას, რომელ ყოფაშიც არიან იმის გამო რომ საქართველოს ხელისუფლება არცერთ მოქალაქეზე არ ზრუნავს. „ქართული ოცნების“ პარტიის აქტივისტები და მოხალისეები დადიან კარდაკარ და აფიქსირებენ ვინაა მათი მომხრე, მოწინააღმდეგე. ჩვენი მოხალისეები დღეიდან გავლენ ველზე და არ დაუწყებენ აღნიშვნას, ვინ რომელი პოლიტიკური პარტიის მომხრეა.


ჩვენი მოხალისეები გააკეთებენ აღრიცხვას იმისა, ვის ესაჭიროება და ვის აქვს ავტოფარეხი, ვის ესაჭიროება 600 და 900 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, ვის აქვს რაიმე სახის ფლობაში ქონება და არ აქვს დაკანონებული, რომელსაც, გარწმუნებთ, ჩემი მერობის პირველივე 100 დღეში გადავცემთ რუსთაველებს.
რამოდენიმე დღის წინ ჩემმა კონკურენტმა გაიგო იმის შესახებ, რასაც ჩვენ ვაპირებდით და განაცხადა, რომ დაპირება ავტოფარეხების დაკანონებაზე შეუძლებელია. გარწმუნებთ, ალბათ, არ იცის, რომ არსებობს რამოდენიმე ნორმატიული აქტი, რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია საკუთრებაში გადავცეთ ადამიანებს ავტოფარეხი, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს, რომ ქონება, რომელიც შენს მფლობელობაშია, სახელმწიფო ვალდებულია დაგიკანონოს. ასევე, ადგილობრივი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეუძლია მომართოს მუნიციპალიტეტს და მუნიციპალიტეტის პოლიტიკური გადაწყვეტილების შემდეგ, ეს ქონება აუცილებლად გადაეცემა იმ ადამიანს, ვისზეც დღეს არის დამაგრებული“, – განაცხადა კირკიტაძემ.

თეგები: დავით კირკიტაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია
ახალი ამბები

კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია

17:25 05-09-2026
მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში
ახალი ამბები

მომსახურების ერთიანი სტანდარტი: ექსპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში

20:03 05-08-2026
“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

“გაიარე მეტი” – “თეგეტა მოტორსმა” მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

18:12 05-08-2026
ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

ენერგეტიკული ბაზარი: ცვლილებები და საინვესტიციო შესაძლებლობები – ბიზნესთან შეხვედრა გაიმართა – თიბისი

17:42 05-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved