• რეკლამა
  • კონტაქტი
06:13, ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ანახეთ მაგ შტერს ამერიკა” – ოქრუაშვილის ახალი წერილი

ალია ავტორი - ალია
19:10 03-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
33

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჯერად მატროსოვის ციხეში იმყოფება, სოციალურ ქსელში, კიდევ ერთ წერილს წერს

2007 წელს რამდენიმე დღით ამერიკაში საქმეზე ვიყავი წასასვლელი. ამ დროს ჩემი და კოლუმბიაში სწავლობდა და ერთი წელი საქართველოში არ იყო ნამყოფი. ვიფიქრე, თან საქმეზე მივიდვარ, მშობლებასაც გავიყოლებ, ჩემს დასაც ნახავენ და ამერიკასაც ვანახებ მეთქი.
ვინც ნიუ იორკში პირველად მოხვდით დარწმუნებული ვარ ხვდებით ჰუდსონის გვირაბიდან მანჰეტენზე ამოსვლისას ცათამბჯენებს რომ დაინახავ რა ემოციები გაქვს და რა შთაბეჭდილება რჩება.
მშობლები ნიუ იორკში ჩავიდნენ, ქალაქი სწრაფად დავათვალიერებინე, სასტუმროში დავაბინავე და ჩემს დას ჩავაბარე. ნომრიდან გამოსვლისას ვუთხარი ბოსტონში მივდივარო და ორ დღეში დავბრუნდებოდი.
მამაჩემი ფანჯარასთან იდგა, სიგარეტს ეწეოდა და 68-ე სართულიდან მიწამდე წერტილის ზომად ქცეულ მანქანებს და ადამიანებს დასცქრეოდა.ჩემს ნათქვამზე რეაგირება არ ჰქონია და არც გამოუხედავს.
ქალაქის დათვალიერებისას, განსაკუთრებით დანგრეული ტყუპი ცათაბჯენების საძირკველის ზომის დანახვაზე შევატყვე გაკვირვება, მაგრამ რამდენიმეჯერ დასმულ კითხვაზე – როგორ მოგწონს ამერიკათქო, პასუხი არც ერთხელ არ გამცა.
ორ დღეში უკან დავბრუნდი და მშობლების ნომერში შესვლისას დავინახე, რომ მამაჩემი ისევ ისე იდგა როგორც დავტოვე. დედაჩემმა მითხრა, რაც წახვედი არ უძინიაო, ესე დგას, სიაგრეტს სიგარეტს ეწევა და დაბლა იყურებაო.
მამა, ცუდად ხომ არა ხარ მეთქი ვკითხე, მომიბრუნდა და ერთი წინადადება მითხრა: რისი იმედი ჰქონდათ ამ დებილ კომუნისტებს, რომ ამათ რამეს უზავდნენო?
ასეთი სწორი შეფასება მამაჩემის თაობისგან არც მანამდე და არც მერე არ მომისმენია.
ვინმე ღვთისნიერმა წაიყვანეთ ბიძინა და ანახეთ ამერიკა. იქნებ, მაგის მერე მაინც მიხვდეს რას ნიშნავს კინზინგერის და რიშის წერილები, თორემ დღემდე რუკაზე რუსეთის ზომის შთაბეჭდილებით ცხოვრობს ეგ შტერი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლაში ახალი ნაკადის მიღება დაიწყო – სწორი ადგილი განათლებისთვის

14:12 09-22-2026
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
ახალი ამბები

თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის

13:45 09-22-2026
ახალი ამბები

Euromoney-მ თიბისი საუკეთესო კორპორატიულ ბანკად მესამედ დაასახელა

16:41 09-21-2026
თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved