• რეკლამა
  • კონტაქტი
17:12, პარასკევი, 30 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინც “გადამგდებ ოცნებასთან” სადილებზე და ვახშმებზე ვაჭრობს, ხალხი არ აინტერესებს”

ალია ავტორი - ალია
15:37 03-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

„20 ივნისის შემდეგ „ოცნებამ“ ხალხი გადააგდო და ვინც დღეს მათთან ერთად კაბინეტებში ჯდება, მათ არც ხალხი აინტერესებს და არც მათი მონაპოვარი… ხალხის ინტერესების კულუარულად განხილვა ამორალური მგონია“, – ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

„რაც ხალხმა საკუთარი ღირსებით და სისხლის ფასად მოიპოვა, იმაზე არ შეიძლება არც მთავრობასთან ივაჭრო კაბინეტებში და არც სადილებზე გაცვალო უცხოელ პარტნიორებთან, რადგან პროპორციული არჩევნები კაბინეტებში, სადილებზე და ვახშმებზე არ მიუღიათ! 20 ივნისის შემდეგ „ოცნებამ“ ხალხი გადააგდო და ვინც დღეს მათთან ერთად კაბინეტებში ჯდება, მათ არც ხალხი აინტერესებს და არც მათი მონაპოვარი, ისინი მხოლოდ საკუთარი გადარჩენის საშუალებას ეძებენ – ერთმანეთთან ვაჭრობით და უცხოელი პარტნიორის გადაწყვეტილებით, ვის მხარეს აირჩევს, რადგან ზუსტად იციან, რომ ხალხი მათ მხარეს აღარასოდეს დადგება. ამიტომ, ხალხის ინტერესების კულუარულად განხილვა ამორალური მგონია!

მითუმეტეს, რომ ამ შეხვედრებზე პრაქტიკულად ყველაფერი „ევროპული საქართველოს“ დომინაციით მიმდინარეობს. პარტიის, ვისაც ხალხის ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა აქვს. ანუ, არავის აქვს იმის უფლება, რომ მთავარი მამოძრავებელი ძალა – ხალხი – თამაშიდან გაიყვანოს.

ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ ჯერ ხალხს უნდა ჰკითხოს, აქვთ თუ არა მათ სადმე წასვლის და მათი სახელით, მათთვის გადაწყვეტილების მიღების უფლება და მხოლოდ ამის შემდეგ დასხდნენ, თუნდაც სადილებზე და თავის წარმოჩენას შეეცადონ. დღევანდელ რეალობაში კი, ერთი რამ იკვეთება, რომ ხალხი, ამ ე.წ. პოლიტიკური ელიტისთვის“ მხოლოდ საარჩევნო მასალაა და მეტი არაფერი. მოკლედ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის კლასი კი ძალიან დაბალია, მაგრამ სამაგიეროდ, ხალხია ბრძენი და ეს შემოდგომაზე გამოჩნდება“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved