• რეკლამა
  • კონტაქტი
10:54, პარასკევი, 27 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

(ვიდეო) – როგორ არ უნდოდა „ნაციონალური მოძრაობას” პროპორციული არჩევნები

ალია ავტორი - ალია
15:27 03-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს 2008 წლის ვიდეოს, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცალსახად იცავენ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას.

„მაგარი ვიდეო ამოთხარა „იმედის კვირამ“ 100/50-თან დაკავშირებით. რა პატარები არიან, ჩვენც დაგვაბერეს“, – წერს სალუქვაძე.

2008 წლის სატელევიზიო კომენტარები კი ასეთია:

„მე ვერ მოვისმინე ვერცერთი არგუმენტი, თუ რატომ არ უნდა ჰყავდეს ყველა რაიონს თავისი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში“, – ეს განცხადება პავლე კუბლაშვილმა 2008 წლის6 მარტს, ინგა გრიგოლიას ეთერში გააკეთა, სადაც მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები მაჟორიტარული სისტემის უპირატესობებზე საუბრობენ.

ცნობისთვის: წინა ხელისუფლების ინიციატივით, საარჩევნო სისტემაში  შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად მაჟორიტართა რაოდენობა  პროპორციულის ხარჯზე გაიზარდა დათანაფარდობა 100/50-ის ნაცვლად გახდა 77/73-ზე.

ამ თანაფარდობას პავლე კუბლაშვილი იმით ხსნიდა, რომ არა ეს ცვლილება,  სულ მცირე 25 რაიონი მაინც რჩებოდა საქართველოს პარლამენტში პირდაპირ არჩეული წარმომადგენლის გარეშე.

პავლე კუბლაშვილი:

„მიზანი არის, რომ ყველა რაიონს ჰყავდეს თითო მაჟორიტარი და ყველა  რაიონის ხმა ისმოდესსაქართველოს პარლამენტში. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ კანონპროექტით ჩვენ ამას მივაღწევთ. ოპონენტები მუდმივად აცხადებენ, რომ მათ აქვთ ძალიან დიდი მხარდაჭერა – ბატონებომიბრძანდით კონკრეტულ  რაიონებში, დააყენეთ თქვენი კანდიდატურები და იქ გადაწყვიტოსუკვე  საზოგადოებამ რომელი არის ძლიერი პოლიტიკოსი, ვინ მოიგებს და ვინ არა.  არანაირად, მაჟორიტარული არჩევნები, რომელიმე ძალის სასარგებლოდ არ  შეიძლება იყოს. წარმოჩენა იმის, რომ 75 მაჟორიტარი თუ იქნა არჩეული, ეს არის კრიზისი და ჩიხი, ეს არის ქვეყნის დაქცევა, ელემენტარულად არასწორია იმიტომ, რომ ზუსტად ასევე 75 მაჟორიტარს ირჩევდნენ მთელი ამ 15 წლის  განმავლობაში, წინა წლების განმავლობაში და აქედან გამომდინარე, ამ სისტემაშიარაფერი არადემოკრატიული, არაფერი გაუგებარი არ არის. რეალურად ეს  არის მოდელი, როდესაც ყველა რაიონს ეყოლება თავის წარმომადგენელი და  არაფერი გაუგებარი არც საზოგადოებისთვის, არც პოლიტიკოსებისთვის, მე მგონი ამაში არ არის“.

მიხეილ მაჭავარიანი:

„ამიტომ დავთანხმდი თავიდანვე, რომ ეს სისტემა უნდა შეცვლილიყო.  სისტემა არ არის ახალი. ეს არის სისტემა, რომელიც საქართველოში მუშაობდა პრეზიდენტ გამსახურდიას მხრიდან დაჩვენ ვნახეთ რომ ეს სისტემა არის  ყველაზე ადეკვატური“.

გიგი უგულავა:

„ყველა მაჟორიტარი იბრძვის დამოუკიდებლად იმიტომ, რომ ჩვენთვის  პრინციპული იყო, როდესაც 75 მაჟორიტარის სისტემა შემოვიტანეთ  პარლამენტში ჩვენ ვთქვით, რომ მაჟორიტარიარის ადამიანი, რომელსაც  პერსონალურად  ირჩევს ესა თუ ის ადამიანი, და პერსონალურადარის ის  პასუხისმგებელი იმ ხალხის წინაშე, რომელსაც მას პირადად აძლევს ხმას“.

გოკა გაბაშვილი:

„რატომ არის ცუდი, არადემოკრატიული და ქვეყნისთვის დამაქცეველი, რომ  ყველა რაიონმა აირჩიოს თავის მაჟორიტარი, პირდაპირ შეხედოს ადამიანს,  შეაფასოს მისი უნარი, შეაფასოს მისიპოლიტიკური მრწამსი, შეაფასოს მისი  უნარი აკეთოს საქმე და აირჩიოს?

დავით ტყეშელაშვილი:

„გაუგებარია რატომ ეწინააღმდეგება მაჟორიტარული წესით ჩატარებული  არჩევნები სამართლიან არჩევნებს“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

ავერსი-ფარმასა და თბილისის საკრებულოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13:56 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved