• რეკლამა
  • კონტაქტი
20:31, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი, შავი სექტემბერი გველოდება, ადამიანები ამოწყდებიან…” – გიორგი ჩალაძე

ალია ავტორი - ალია
17:19 08-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
72

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები კიდევ უფრო მძიმე შემოდგომას პროგნოზირებენ. მათი თქმით, ხელისუფლება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სათანადოდ ვერ მართავს, რის გამოც ყოველდღიურად კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

“ენმ”-ის წევრი, გიორგი ჩალაძე:

“ერთ კვირაში, 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი, პირდაპირი გაგებით, შავი სექტემბერი გველოდება საქართველოში ადამიანები ამოწყდებიან, ამოწყდებიან პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიღებულია “ქართული ოცნების” მიერ.

არჩევნები დამთავრდება თუ არა, ჩვენ ვიხილავთ რეალურ სურათ, ამათი იდეაა, პირველი – შეგვკეტოს სახლებში შიშით, მეორე – გაწყვიტოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, მესამე – ხელი შეუშალოს მოქალაქეებს მივიდეს და ხმა მისცეს და მეოთხე – ვინც კი დარჩენილია ბიზნესში ისინიც ჩაისვას ჯიბეში,  რომ ვერავინ ხმა ვერ ამოიღოს”

“ლელო” საქართველოს წვერი, ვატო სურგულაძე:

“პრემიერმა, ჯანდაცვის მინისტრმა და სხვა თანამდებობის პირებმა პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და თანამდებობა დატოვონ – გენოციდში გადავიდა ეს ყველაფერი, ერის განადგურებაში”. 

“ევროპული საქართველოს” წევრი ვახტანგ კალოიანი:

“პრობლემა მედიკამენტების მომარაგებაში, აღჭურვილობის არ არსებობასა და სამედიცინო პერსონალის ნაკლებობაშიცაა.”

პარალელურად, ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სიტუაცია სტაბილურობისკენ მიდის, ოღონდ, რის საფუძველზე აქვს ასეთი პროგნოზი, არ აკონკრეტებს.

პრემიერი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ჩვენი ექიმების პროგნოზით, სიტუაცია სექტემბრის ბოლომდე დასტაბილურდება და მანამდე უნდა გავუძლოთ. როგორ უნდა გავუძლოთ სიკვდილობას, ამას არც ის აკონკრეტებს.

“ჩვენი ექიმების პროგნოზია, რომ დასტაბილურდება სიტუაცია, მილიონს უკვე გადატანილი აქვს… სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს აცრილი” – ღარიბაშვილი
თეგები: გიორგი ჩალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved