• რეკლამა
  • კონტაქტი
04:17, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩვენი ექიმების პროგნოზია, რომ დასტაბილურდება სიტუაცია, მილიონს უკვე გადატანილი აქვს… სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე უნდა იყოს აცრილი” – ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
16:10 08-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა:

„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ექიმს, რომლებიც გმირულად ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ჩვენ ადრეც ვთქვით და მინდა გავიმეორო, არცერთი მოქალაქე არ უნდა დაგვრჩეს ზრუნვის გარეშე და ყველას მაქსიმალური ზრუნვა უნდა აღმოვუჩინოთ.

ჩვენთვის მთავარი გამოსავალი ამ სიტუაციაში არის სწორედ აცრები და ყველას უნდა მოვუწოდოთ ვაქცინაციისკენ. მილიონ ადამიანს ძალიან მალე ავცრით, ალბათ უახლოეს რამდენიმე დღეში. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ სექტემბრის ბოლომდე 2 მილიონი ჩვენი მოქალაქე იყოს აცრილი, აქედან ზოგი იქნება ერთჯერადად, ზოგი იქნება უკვე ორჯერადად აცრილი. ალბათ მილიონს უკვე გადატანილი ექნება და აქვს კიდევაც გადატანილი და საბოლოო ჯამში,  ვფიქრობთ, ჩვენი ექიმების და მეცნიერების პროგნოზია, რომ შედარებით დასტაბილურდება სიტუაცია.   რამდენიმე კვირა დაგვრჩა, უნდა გადავიტანოთ ყველამ ერთად ეს მძიმე პერიოდი და ოქტომბრიდან, ყველა პროგნოზის მიხედვით, იქნება მშვიდი პერიოდი, დამშვიდდება სიტუაცია. თუმცა, რა თქმა უნდა, მანამდე უნდა მივიდეთ მობილიზებულად და ეს სიტუაცია უნდა იმართოს.

აცრების პროცესი მიმდინარეობს საკმაოდ კარგად. მინისტრმა ასევე გააფართოვა ვაქცინაციის პროცესი თბილისშიც, ავტობუსებში დავიწყეთ, ქალაქის მერიასთან ერთად, ერთობლივად დაალაგეს ეს პროექტი და კიდევ უნდა გაფართოვდეს ეს პროცესი. რეგიონებში მაქსიმალურად უნდა მოვიცვათ, ვაქცინაციის მთლიანი არეალი უნდა გაფართოვდეს.

ასევე მნიშვნელოვანია  ჩვენი ჯარის, სამხედრო ექიმების ჩართულობა. მათი ბრიგადები კოორდინაციაში არიან ჯანდაცვის სისტემასთან და რეგიონებში, სოფლად დადიან და ადგილზე ცრიან მოსახლეობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.  ყველა სოფელში ეტაპობრივად უნდა ჩავიტანოთ ვაქცინები და ადგილზე მოსახლეობას შევთავაზოთ უფასო აცრა. კარგი ტენდენცია მომდინარეობს, რომ მოსახლეობამ საკმაოდ დიდი მზაობა გამოიჩინა ვაქცინის მიმართ. ეტაპობრივად იხსნება ის სკეპტიკური დამოკიდებულება, რაც მანამდე იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ კომუნიკაცია. მოსახლეობას უნდა ავუხსნათ, ამის მნიშვნელობის თაობაზე კიდევ უნდა ვესაუბროთ ყოველდღიურად. პირბადის ტარება და აცრა არის გამოსავალი ამ სიტუაციაში, იმისთვის, რომ ქვეყანა არ ჩაიკეტოს, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება გაგრძელდეს და ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ“

თეგები: ამირან გამყრელიძეირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved