• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უღირსად მაზიარებელი სნეულებებით გაიტანჯება” – ვეზიაროთ თუ არა კოვზით?

ალია ავტორი - ალია
23:29 02-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

დეკანოზი ილია ჭიღლაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“წამოიჭრა კოვზით ზიარების უსაფრთხოების საკითხი. მე პირადად არაოდეს მიფიქრია რომ საფრთხის შემცველია ეს ჩემთვის (მრევლის ზიარების შემდგომ დარჩენილ წმ. ნაწილებს- ევქარისტიულ პურსა და წყალგარეულ ღვინოს მღვდელი/დიაკონი ღებულობს იმავე კოვზით) ან სხვისთვის, გამომდინარე ევქარისტიის მადლისა და ენერგიების. თუმცა ისიც გვახსოვდეს, რომ მოციქულ პავლეს მიხედვით, უღირსად და ურწმუნოდ მაზიარებელი ფიზიკური სნეულებებით გაიტანჯება.

ზოგადად, მსჯელობის და აზროვნების საგანი ყველაფერი შეიძლება იყოს და მორწუნეები აგრესიის გარეშე უნდა ჩაერთონ დისკუსიაში. სადაც აგრესიაა, იქ რწმენა არაჯანსაღია.

უნდა ვიცოდეთ, რომ კოვზით ზიარება გვიანდელი საუკუნეების მოვლენაა, ჩნდება ბიზანტიაში და შემდგომ სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებმაც გადაიღეს. საქართველოს ეკლესიაში კოვზით ზარების დაწყების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ მაქსიმალურად ქვედა ზღვარად შეგვიძლია დავასახელოთ მე-11 საუკუნე, რადგან საქართველოში ამ საუკუნეში შეცვალა მოციქულთა იაკობის და პეტრეს ლიტურგიები ოქროპირის და ბასილი დიდის ლიტურგიებმა. ხოლო მოციქულთა ლიტურგიებში დღესაც კოვზის გარეშე ხდება ზიარება, ისევე როგორც თავდაპირველად იგივე ხდებოდა ოქროპირის და ბასილის ლიტურგიებშიც: მრევლის გადაჯვარედინებულ ხელის გულზე სამღვდელო პირის მიერ ევქარისტიული პურის დადება და ბარძიმიდან ევქარისტიული ღვინის შესმა (როგორც ეს დღესაც ხდება საკურთხეველში სამღვდელოების ზიარებისას). მაგრამ თუ ვფიქრობთ რომ ვირუსი ზიარებისას გადამდებია, პირვანდელი საუკუნეების პრაქტიკაც ვერ გვიშველის, არ არის კოვზი, მაგრამ საერთო ბარძიმიდან ვსვამთ და ვეხებით ბაგეებით.

ამდენად, უნდა გვწამდეს, რომ ევქარისტია (ზიარება) უსაფრთხოა რწმენით, სიყვარულით და ღვთისმოშიშებით მაზიარებლისათვის, ხოლო ვისაც აქვს ეჭვი და შიში, სჯობს არ ეზიაროს.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved