• რეკლამა
  • კონტაქტი
14:09, სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან დიდ სექსპორტო პოტენციალის მქონეა – მიმდინარე სეზონზე, უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რაც რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია – ლევან დავითაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:26 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
62

„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქვეყანში ახალი აგრარული კულტურების მოყვანის ტენდენციებზე ისაუბრა.

„ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან დიდ სექსპორტო პოტენციალის მქონეა ჩვენი ქვეყნისთვის. მიმდინარე სეზონზე, უკვე 1000 ტონაზე მეტი ლურჯი მოცვის ექსპორტი განხორციელდა და ეს რამდენიმე მილიონი დოლარის შემოსავალია ჩვენი ოჯახებისთვის. როდესაც ვსაუბრობთ კულტურაზე, რომელიც სულ ახალია ჩვენი ქვეყნისთვის, ვსაუბრობთ პლანტაციებზე, ბაღებზე, რომელიც ახლა შედის მწარმოებლობაში, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის საქსპორტო შემოსავალი მხოლოდ ამ კულტურისგან უნდა მივიღოთ”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორ მინისტრმა აღნიშნა, როდესაც სხვადასხვა, მათ შორის, ეგზოტიკურ-სუბტროპიკულ კულტურების წარმოებაზეა საუბარი,  მნიშვნელოვანია წარმოების და მიწოდების სრული ჯაჭვის დაფინანსება და განვითარების ხელშეწყობა.

„საჭიროა და გვექნება შესაბამისი სიმძლავრეების შემნახველი, გადამმუშავებელი მეურნეობები, მათ შორის, სამაცივრე მეურნეობები, რომელიც სჭირდება მეხილეობის პროდუქციის დაბინავებას, რომელიც აქ იწარმოება და, ასევე ახალი ჩაის საწარმოებს.  ამისთვის ყველაფერი არსებობს; არსებობს კონკრეტული პროექტები, არსებობს ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და გვჭირდება მეტი მონდომება”, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

თეგები: ლევან დავითაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს
ახალი ამბები

“სიმსივნიანი პაციენტები წამალს ვერ ვიღებთ”; “მარტოხელა პენსიონერს, კვლევა არ დამიფინანსეთ”; “37 წლის, 2 შვილის მამამ სამსახური ვერ ვიშოვნე” – წერილები მერს

17:33 10-20-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?
ახალი ამბები

რატომ არის მაგნიტო–რეზონანსული ტომოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი თანამედროვე მედიცინაში?

18:07 10-20-2025
თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბაკურციხეში “ასკანელის” ქარხანა გაიხსნა

15:38 10-20-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved