• რეკლამა
  • კონტაქტი
19:35, ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აღარ შემიძლია ხმამაღლა სიცილი, საყვარელი სიმღერების მოსმენა, ჩემი საყვარელი ყვითელი კაბის ჩაცმა, სამსახურში წასვლა ან უნივერსიტეტის დამთავრება” – ქალები ავღანეთიდან

ალია ავტორი - ალია
18:46 08-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

ფოტო – The Guardian

ქაბულელი ახალგაზრდა ქალი ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ს ავღანეთის დედაქალაქში თალიბანის შემოსვლისა და დაჯგუფების მიერ ქალების სასტიკი მოპყრობის შესახებ უყვება.

„კვირას დილით უნივერსიტეტში მივდიოდი ლექციაზე, როდესაც ქალთა ჯგუფი საერთო საცხოვრებლიდან გაიქცა. ვკითხე, რა მოხდა და ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ პოლიცია ქალების ევაკუაციას ახდენდა, რადგან თალიბანი სცემდა და სასტიკად უსწორდებოდა ქალებს ბურკების გარეშე.

ყველას გვინდოდა სახლამდე მისვლა, მაგრამ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვისარგებლეთ. მძღოლები არ გვიშვებდნენ, რადგან მათ არ სურდათ პასუხისმგებლობის აღება ქალის გადაყვანაზე.

ირგვლივ მყოფი მამაკაცები დასცინოდნენ გოგონებსა და ქალებს, „წადით და ბურკა ჩაიცვით“ – ასე გვეძახდნენ.

ჩემმა დამ მრავალი კილომეტრი ირბინა სახლში მოსასვლელად.

ამდენი დღე და ღამე ვმუშაობდი იმისთვის, რომ გავმხდარიყავი ის, ვინც დღეს ვარ და დღეს დილით, როდესაც სახლში მივედი, პირველი რაც მე და ჩემმა დებმა გავაკეთეთ, დავმალეთ პირადობები, დიპლომები და სერტიფიკატები.

აღარ შემიძლია ხმამაღლა სიცილი, აღარ შემიძლია ჩემი საყვარელი სიმღერების მოსმენა, ვეღარ შევხვდები ჩემ მეგობრებს ჩვენ საყვარელ კაფეში, აღარ შემიძლია ჩემი საყვარელი ყვითელი კაბის ჩაცმა, ან ვარდისფერი პომადის გამოყენება, აღარ შემიძლია სამსახურში წასვლა ან უნივერსიტეტის დამთავრება.

სილამაზის სალონი, რომელიც გოგონების სურათებით იყო მორთული, ღამით გადაუღებავთ.

მომავლის ბევრი გეგმა მქონდა. არ ველოდი, რომ ყველაფერი ასე დამთავრდებოდა“

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „თალიბანის“ შესვლის შემდეგ მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო.

თეგები: ავღანეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა

13:34 06-24-2026
EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved