• რეკლამა
  • კონტაქტი
05:49, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თბილისში მობილიზებულია როგორც ინფექციური, ასევე ბოჭორიშვილის საავადმყოფო და ტუბდისპანსერი”

ალია ავტორი - ალია
19:07 02-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი საგანგებო შეხვედრა გაიმართა ჯანდაცვის სამინისტროში. უწყების წარმომადგენლებმა მინისტრს კონკრეტული, ტექნიკური გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათი გადაჭრის გეგმა დასახეს. საუბარი შეეხო საკარანტინო ადგილების დამატებით მობილიზებას. განიხილეს შესაბამისი მარაგების საკითხები. ასევე სახმელეთო საზღვრებზე არსებული სიტუაცია.

ჯანდაცვის  მინისტრის თქმით, სამინისტრო ცდილობს ეფექტურობის მაქსიმალურად გაზრდას იმისათვის, რომ საფრთხე რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არსებობს საქართველოს მინიმალურად შეეხოს.

„მობილიზებულია ბათუმისა და ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოები. გვაქვს რესურსი ასევე ზუგდიდში, თუმცა საჭიროება ამ ეტაპზე არ არსებობს.  თბილისში მობილიზებული არის როგორც ინფექციური, ასევე ბოჭორიშვილის საავადმყოფო, ასევე ტუბდისპანსერი, რომელმაც ძალიან ოპერატიულ რეჟიმში დაცალა კლინიკა პაციენტებისგან და ჩვენ გვაქვს შესაბამისად აქ საკმარისი საწოლფონდი იმისათვის, რომ დედაქალაქში მოხდეს პაციენტების განთავსება. მიმდინარეობს მუდმივი მუშაობა იმისათვის, რომ დროულად მოხდეს იმ პირების გადაყვანა კარანტინის რეჟიმიდან თვითიზოლაციაში, ვისაც არ ესაჭიროებათ კარანტინში ყოფნა.

მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, ჩვენ არ გვაქვს პანიკის და განგაშის საფუძველი, სიტუაცია არის კონტროლირებადი ყველა უწყება მუშაობს თანმიმდევრულად  და ძალიან ეფექტურად“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, იზოლაციის ან თვითიზოლაციის საკითხი, დგება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს არ აქვს არანაირი ჩივილი, მაგრამ იყო შესაძლო კონტაქტში კორონავირუსით დაავადებულ ადამიანთან.

„იზოლაცია შეიძლება განხორციელდეს ორი გზით, ეს არის თვითიზოლაცია როდესაც ეპიდემიოლოგი აფასებს მოგზაურის შესაძლებლობას უზრუნველყოს საკუთარი თავისთვის იზოლირებული სივრცე ისე, რომ არ იყოს კონტაქტში ოჯახის წევრებთან და სხვა გარშემომყოფებთან. ეს არის დასაშვები ფორმა და ასევე არის იზოლაცია სპეციალურად ამისთვის მოწყობილ ადგილებში, რასაც ჰქვია საკარანტინო ადგილი. დღეისათვის არის 200-მდე საკარანტინო ადგილი გამოყოფილი საჩხერეში, აბასთუმანში და თბილისში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, თბილისში მზადდება დამატებითი ადგილები, რადგან ეტაპობრივად, იტალიიდან მოგზაურები ბრუნდებიან ქვეყანაში.

„მართალია ირანიდან მოგზაურთა რაოდენობა, ბოლო ხანებში, მკვეთრად შემცირდა , თუმცა იტალიიდან და ევროპიდან მოსალოდნელია, რომ მოგზაურების რაოდენობა იყოს ისევ მაღალი. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საკარანტინო ადგილები გამზადებული გვქონდეს და ასევე აქტიურად განვიხილავთ თვითიზოლაციის შესაძლებლობას, ეპიდემიოლოგების მიერ წინასწარი შეფასების შემდეგ“, – განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

თამარ გაბუნიამ ხაზი გაუსვა, რომ ინფექციური საავადმყოფოს პერსონალი სრულად მომზადებულია იმისთვის, რომ შემთხვევები მართოს. იქნება ეს მსუბუქი, საშუალო თუ მძიმე შემთხვევა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved