• რეკლამა
  • კონტაქტი
06:43, სამშაბათი, 15 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იტალიიდან ჩამოსულს აქვს სიცხე, კორონავირუსზე ანალიზს მაინც არ უღებენ – ესა პრევენცია?”

ალია ავტორი - ალია
16:25 02-28-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
93

ჟურნალისტი, შორენა შევარდაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

” ჩემი თანამშრომელი რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა ჩრდილოეთ იტალიიდან. რაც ჩამოვიდა, მას შემდეგ სახლიდან არ გამოსულა და იქცევა ძალიან კულტურულად (იღებს ყველანაირ ზომას), რომ სხვებს არ გადასდოს რამე, თუ ღმერთმა არ ქნას და ვირუსის მატარებელია.
გუშინ დაეწყო გაციების სიმპტომები – მაღალი სიცხე არ აქვს, მაგრამ აქვს სურდო და აწუხებს ყელი.
აქაც მოიქცა როგორც პასუხისმგებლიანი მოქალაქე და დარეკა ცხელ ხაზზე – 116 001. მოუყვა თავის მგზავრობის ისტორია და სიმპტომები და მიუხედავად იმისა, რომ არის რისკ ჯგუფში და აქვს მცირედი სიმპტომები, მაინც არ უღებენ სისხლს კორონავირუსზე. ალბათ გაცივდითო.
სწორია ეს?
და ვის შევჩივლოთ?
აქვე ვიტყვი, რომ კატეგორიული წინააღმდეგი ვარ პანიკის, უბრალოდ მაინტერესებს, როგორია სწორი საქციელი.
მე ვურჩიე, რომ გაიკეთოს პირბადე და თავის ფეხით წავიდეს ინფექციურში. და იქაც თუ არ მიხედავენ, დამირეკოს”

ზუსტად 40 წუთში, შორენა ახალ პოსტს წერს:

” ამბის გაგრძელება:
როგორც ვურჩიეთ, ჩემი თანამშრომელი თავის ფეხით მივიდა ინფექციურში, მიუხედავად იმისა, რომ ცხელ ხაზზე უთხრეს, სიმპტომები არ გაქვთ და არ მოხვიდეო.
ამასობაში, გაციების სიმპტომებთან ერთად, გასინჯვისას აღმოაჩნდა სიცხეც – 37 გრადუსი.
ვიდრე გოგა ბერიძე არ ჩავრთეთ საქმეში (ინფექციურის პიარი), და მადლობა მას, იქამდე არ ტოვებდნენ საავადმყოფოშიც.
სინჯს (ანალიზს) ჯერ ისევ არ უღებენ.
ჩემი აზრით, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ არ მუშობს სწორი პრევენციული მექანიზმები!
ეს არ არის ვირუსის პრევენციაზე მუშაობა.
თუ არ გვყოფნის რესურსი პრევენციული ზომების გასატარებლად, ესეც უნდა ითქვას.
რისკ-ჯგუფის ადამიანების შემოწმებაზე და სინჯის აღებაზეა საუბარი და არა ზოგადად დაპანიკებულ ადამიანებზე.”

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved