• რეკლამა
  • კონტაქტი
07:33, ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა მოხდება, 4-5 კოვიდინფიცირებული რომ გააჩერო ერთ ოთახში რამდენიმე საათი? – “ამიტომ მძიმდება, ესაა რეალურად პრობლემა” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
19:39 08-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
107

თამო კეშელავა

„ალიას“ ესაუბრება გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი.

– ჩვენ გვეუბნებიან, რომ თუ არ ავიცრებით, დავიხოცებით…

– ჩემმა შვილმა და მისმა მათემატიკოსმა მეგობრებმა გამოთვალეს და მითხრეს, 21 წლამდე ახალგაზრდას მეტი შანსი აქვს მეტეორიტით სიკვდილის, ვიდრე კოვიდის. არ შეიძლება ადამიანების ასე დაშინება. კოვიდით ინფიცირებულების 98 პროცენტი დაბალსიმპტომიანია, მათი 10-15 პროცენტი 70 და მეტი წლის ადამიანებზე მოდის, 55 წლამდე ადამიანებში 1 პროცენტიც არ არის დამძიმების.

– დელტა შტამზეც? აკი, ახალგაზრდებში და ბავშვებში ბევრ ლეტალურ შედეგს გამოიწვევსო?

– და მერე დაიხოცნენ? გერმანიაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ დაიღუპა 7600-მდე ბავშვი და აქედან მხოლოდ 21 დაიღუპა კოვიდით და ყველა დაღუპულს ჰქონდა მძიმე ქრონიკული დაავადება. არც ერთი ჯანმრთელი ბავშვი კოვიდით არ დაღუპულა. ნებისმიერ, შტაჟიან ეპიდემიოლგს რომ ჰკითხო, ყველა გაოცებულია, პანდემია როგორ შეიძლება გავრცელდეს 2 წელი. 3-4 თვეში უნდა დამთავარდეს წესით, ეპიდემია ასეთია, თუ ვრცელდება, ყველას უნდა გადაედოს, თუმცა, ამჯერად, ყველას არ ემართება.

– თავდაპირველად, კლასტერებს დავდევდით, ახლა კი, კოვიდინფიცირებული ქუჩებშიც დადიან, მიდიან ტესტირებაზე, მაღაზიებში, სამსახურებშიც კი…

– გამოდის, დავუშვათ ინფიცირებული გარეთ, მაგრამ ახლოს ხომ არ მოდის, ხომ არ ეხუტება ადამიანს? პირბადე ხომ უკეთია? ამ შემთხვევაში 1 მეტრიანი დისტანციაც საკმარისია. აი, ერთ ოთახში შეყრილი კოვიდიანები ბევრად უფრო საშიშია. ყველა ინფიცირებული თავის ნიშნულს ადებს ინფექციას და ყველა ინფიცირებული უცვლის ერთმანეთს ინფექციას. 4-5 კოვიდინფიცირებული რომ გააჩერო ერთ ოთახში რამდენიმე საათი, ისინი ერთმანეთს უცვლიან ინდივიდუალურ შტამს, ამ დროს ძველი შტამი დაბლა ინაცვლებს, მაგალითად, თუ იყო ლორწოვანში, ჩადის ხახაში, თუ იყო ხახაში, გადადის ფილტვებში და მძიმდებაა. ესაა რეალურად პრობლემა და არა კლასტერების დევნა. კლასტერების დევნას თავიდან აქვს ეფექტი, მერე აღარ. დაანებე უსიმპტომოებს თავი, ისინი არ შეგიქმნის მედიცინას პრობლემას. გამოაცალკევე რისკის ჯგუფის ადამიანები და აცერი. აცრა გიცავს ინდივიდუალურად და თუკი ყველას აცერი, ვინც პრობლემურია და რისკ ჯგუფშია, არ გიშლის ხელს უსიმპტომო აუცრელი.

– შვედური მეთოდია ეს, ხომ?

– დიახ და ახლა დიდი ბრიტანეთიც ამ გზას დაადგა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი შემთხვევები ფიქსირდება, ყველაფერი გახსნა. რატომ? იმიტომ რომ რისკის ჯგუფში მყოფი პაციენტები სამჯერ აცრა უკვე, მეტი რა უნდა გააკეთოს? აცრა გიცავს ინდივიდუალურად და აცრა ვერ გეხმარება ჯგუფური იმუნიტეტის გამომუშავებაში. საქართველოში ყოველწლიურად იღუპებოდა 18-19 ათასი ადამიანი, ესე იგი დღეში საშუალოდ 45-48 ადამიანი. ახლა რომ აცხადებენ სტატისტიკას, ეს კოვიდით დაღუპული 30 იმ 45 ადამიანშია შედის, თუ იმ 45 ადამიანს ზემოთ იღუპება და რეალურად ქვეყანაში დღეში 70 ადამიანზე მეტი იღუპება? მაგალითად, აქ გამოქვეყნდა დიდი კვლევა, რომლის მიხედვითაც, თვეში 5 პროცენტში მერყეობს სიკვდილობა, ხან მეტია 5 პროცენტით, ხან ნაკლები და ხანაც არ არის სხვობა. დიფერენციაციაა საჭირო. თუ საქართველოში სიკვდილობის ასეთი ზრდაა და თუ დღეში 70 ადამიანზე მეტი იღუპება საერთო ჯამში, მაშინ კი უნდა ჩაკეტო ყველაფერი.

– და ბოლოს, რას გვირჩევთ?

– სუფთა ჰაერი, მოძრაობა, ბევრი სითხე და ნაკლები შიში. ეს დაავადება ლორწოვანი გზით გამოდის, სწორედ, ამიტომ ნაკლებად ერევა ბავშვებს, რადგან პატარებს ან სურდო აქვთ, ან მუდმივად სველი აქვთ ცხვირი. კიდევ ერთი საინტერესო კვლევა იყო, რომელშიც 30 კლინიკის მონაცემი იყო შეერთებული და აღმოჩნდა, რომ ვირუსი ყველაზე დიდი ოდენობით იყო არა რეანიმაციაში, არა პალატაში, არამედ – საპირფარეშოში. ესეც კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ვირუსი გარეთ გამოდის კუჭ-ნაწლავის გზით. სწორედ ამიტომაა რეკომენდაცია, რომ უნიტაზს თავზე დავახუროთ და ისე ჩავრეცხოთ. და ბოლოს მინდა ცოტა რამ ვთქვა ანტივაქსერებზეც, ვუყურებ საქართველოში როგორ ესაუბრებიან მათ, დასავლეთში ასეთი რამ არ ხდება. უკვე მიხვდნენ, რომ ამ თემის წამოწევით, მეტ პოპულარიზაციას უწევენ, პირიქით. აქ მეტად ვამბობთ, რომ იყავი ეგოისტი, აცრა არის პირადი დაცვა და დაიცავი საკუთარი თავი, ან მიიღე მონაწილეობა კოლექტიური იმუნიტეტის შექმნაში. არ არის საჭირო პატრიოტიზმზე შეძახილები. თუ დაგემართება კოვიდი, არც ესაა პრობლემა, მხოლოდ 2-3 პროცენტს გადააქვს მძიმედ. ეს იცოდნენ და თავად აირჩიონ მერე, რომელი გზა ურჩევნიათ. ერთს ვიტყვი, აუცრელიც ისევე ადგება საზოგადოებას, როგორც აცრილი. ყველა იღებს მონაწილეობას. მე ავიცერი და კოვიდიც მქონდა, ჩემ მეუღლეს კოვიდი ჰქონდა, ჩემი შვილი არაერთხელ გავტესტე, კოვიდი არ დაუფიქსირდა და დაუფიქსირდა ანტისხეულები, როდის გადაიტანა, ვერ მივხვდით. ეს არის აეროზოლური ინფექცია, ყველას ჰქონდა მასთან შეხება და ურთიერთობა, თუ ეს ასე არ არის, მაშინ ეს პანდემია არ ყოფილა. ყველას გვქონდა ამ ვირუსთან კონტაქტი, სხვანაირად გამორიცხულია.

რა წამლების მიღება უნდა შეწყვიტოთ ვაქცინამდე 2 კვირით ადრე? – ” აცრის ადგილი, ორი დღის მანძილზე, დღეში რამდენჯერმე, 5 წუთის განმავლობაში უნდა გავაციოთ” – იაგო ფრანგიშვილი
თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?
ახალი ამბები

მანქანის დღიურად ქირაობა თუ საბოლოო შესყიდვით? – რა შემთხვევაში რომელი სჯობს?

15:59 02-24-2026
თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

13:51 02-24-2026
ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის რჩეული პირობები და ჩაურთე სხვას სასურველი პაკეტი

12:04 02-24-2026
სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს
ახალი ამბები

სამზარეულო 2026 – 5 წესი, რომელიც დიდ სამზარეულოს მყუდრო, კომფორტულ ოთახად აქცევს

18:05 02-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved