• რეკლამა
  • კონტაქტი
11:03, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთი დღით დავუპირისპირდე თეა წულუკიანს… გავხდები დღის გმირი! გონიერი, ნიჭიერი, ზნეობრივი…” – სოსო ჭუმბურიძე

ალია ავტორი - ალია
20:32 08-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

ლიტერატურულ კონკურს “ლიტერა”-ს ჟიურში, კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნული დამატებითი წევრი, სოსო ჭუმბურიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ამ უბადრუკებს ჰგონიათ, რომ თანამდებობას ვებღაუჭები.
უფრო დიდი თანამდებობებიც მქონია და უღირსად არასოდეს მოვქცეულვარ.

ნაცებმა გაზეთი „თბილისი” რომ დახურეს, ორი შვილი მშიერი რომ დამრჩა, ჩემი ჯილდო – „ოქროს ფრთა” – ლომბარდში დავაგირავე.
ვეღარ გამოვიხსენი და მხოლოდ დიპლომი შემომრჩა.

ერთ-ერთ უნივერსიტეტში, პიროვნული ღირსების გამო, სანატრელ ხელფასზე ვთქვი უარი. იქიდან რომ მოვდიოდი და გალაკტიონის ხიდზე გადმოვიარე, საკუთარ თავს, არა, უფალს ვუთხარი: „ღმერთო, ამ ხიდის თავში დავჯდები, წინ ქუდს დავიდებ და იქ აღარ დავბრუნდები.”

სხვათა შორის, მთხოვეს დაბრუნება.

არაერთი ლიტერატურული კონკურსის ჟიურის წევრი ვყოფილვარ.
ვამაყობ, რომ ჩემი აღმოჩენაა ალექსანდრე მიშელაშვილი (მუხრან მაჭავარიანის სახელობის პოეტური მინიატურების კონკურსი);
უბედნიერესი ვიყავი, როცა გოდერძი ჩოხელის სახელობის კონკურსის („ერთგულება”) გამარჯვებულები გაოცებას ვერ მალავდნენ ჟიურის სამართლიანი გადაწყვეტილების გამო…

მინდა, „დემოკრატიის შუქურებმა” ესეც იცოდნენ: კულტურის სამინისტროში თეა წულუკიანს არ მივუწვევივარ. იქ ოთხი თვის მისული დავხვდი. ქალბატონ თეას ჩემთვის არც სტატუსი შეუცვლია და არც ხელფასი. მის გვერდით ამისთვის არ ვდგავარ. იმიტომ ვდგავარ, რომ მჯერა, სამშობლო უყვარს და მისთვის სიკეთის კეთება უნდა.

ხანდახან სურვილი მიჩნდება, ჩავატარო ასეთი ექსპერიმენტი: ერთი დღით დავუპირისპირდე თეა წულუკიანს. შუადღეზე მიმიწვევენ „ტვ პირველზე”, საღამოს – „ფორმულასა” და „მთავარზე”. და გავხდები დღის გმირი! გონიერი, ნიჭიერი, ზნეობრივი…
აი, ჩვენი ტელეოპოზიციის მთელი მორალი! „აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!”

შეგახსენებთ, “ლიტერა 2021” ჩაიშალა.

თეგები: თეა წულუკიანისოსო ჭუმბურიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved