ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“მე დღეს გავიკეთე ვაქცინა!
2 დღით ადრე გავიკეთე პსრ-ი (უარყოფითი) ანტისხეულებზე ანალიზი ( 0,4) და დღეს გავიჩხირე..))))))
მე ვარ ანტივაქსერი!
მე არ მომწონს ზეწოლა და ჩემი თავისუფალი ნების შეზღუდვა, მაგრამ….
ჯანდაცვის მინისტრის ბოლო გამოსვლა, რომელიც იყო ძალზედ ადამიანური, მართალი და, ვფიქრობ, გასათვალისწინებელი, გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემ განწყობებში!
მიეცით ადამიანებს საკუთარი თავის და ნების გამომჟღავნების უფლება!
ნუ შეაშინებთ და შეურაცხყოფთ მათ!
ნუ გახლიჩავთ და მტრად ნუ აქცებთ ადამიანებს!
მე, ვაქცინირებულ ანტივაქსერს, მიყვარხართ თქვენ, ადამიანებო!!!”
კომენტარები