• რეკლამა
  • კონტაქტი
14:48, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ბრალდებას უყენებს გიგი წერეთელი ხელისუფლებას? – “მას მასპინძლობენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები”

ალია ავტორი - ალია
16:00 07-26-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი:

„იმ ამბების შემდეგ, რაც 20 ივნისს მოხდა, შემდეგ სულ ახლახანს იყო სკანდალი, რომელიც პოზნერს უკავშირდებოდა, საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს და მასპინძლობს რუს მომღერალს, ლეშენკოს. ლეშენკო უმღეროდა აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ეს ადამიანი იყო აბსოლუტურად წინააღმდეგი საქართველოსი, მისი პოლიტიკის და მისი დამოუკიდებლობის. რა დამსახურების გამო უნდა ევლებოდნენ თავს, უკეტავდნენ რესტორნებს? ხომ წარმოგვიდგენია, როგორი მოფერება იქნება ამ ადამიანის და ქართული სტუმარ-მასპინძლობის ჩვენება?

ეს არის სწორედ რუსული პოლიტიკა, როდესაც რუსეთი ცდილობს აჩვენოს ხალხს, რომ თითქოს არაფერი არ ხდება, თითქოს ის ადამიანები, ვისაც გარკვეული წვლილი აქვთ და ზოგს სერიოზული წვლილი, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიები, თავისუფლად მიდი-მოდიან საქართველოში, ქეიფობენ, კარგ დროს ატარებენ და არაფერიც არ ხდება და უფრო მეტიც, მას მასპინძლობენ საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ან მათი ოჯახის წევრები და ეს არის ჩვეულებრივი ამბავი.

გამოიყვანონ ლეშენკო და თქვას, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, რომ პუტინმა ჩაიდინა დანაშაული, როცა გასცა ბრძანება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, რომ საქართელომ უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომ დევნილები უნდა დაბრუნდნენ, რომ ადამიანებს არ იტაცებდნენ საოკუპაციო ხაზიდან, არ სვამდნენ ციხეში – ეს თქვას და მეც წავალ მის კონცერტზე და შეიძლება ტაშიც დავუკრავ.”

გუშინ, 25 ივლისს მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მომღერალი, ლევ ლეშენკო, რომელსაც ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული აქვს, საქართველოში იმყოფება და სასტუმრო პარაგრაფში ისვენებს.

თეგები: გიგი წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved