• რეკლამა
  • კონტაქტი
06:58, შაბათი, 10 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აი, მაგალითი ერის მამობის, აი, რატომაც ებრძვიან… ამ შტურმს თავად შეეწირებიან ფულზედ გაყიდული “ახალი კომკავშირელები” – ვარლამ ხათრიძე

ალია ავტორი - ალია
18:40 07-19-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
127

გენერალური ინსპექციის ყოფილი მაღალჩინოსანი, თეოლოგი, ვარლამ ხათრიძე:

“პატრიარქის და მღვდელმთავრების მიმართ განხორციელებულ შტურმს თავად შეეწირებიან ფულზედ გაყიდული “ახალი კომკავშირელები”…

ასე იყო და ასე იქნება…

ნერვების ომია მაგრამ ქრისტეს დაარსებულ ეკლესიას ვინ რა უნდა ავნოს ან დააკლოს…

ტრენდული გახდა ქართული პოლიტიკის ოპოზიციურ სპექტრში და მათსავე მართულ ტელევიზიებში პატრიარქის აუგად მოხსენიება. თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო მეტ სიბინძურეს იტყვის და მერე თვითკმაყოფილნი იცქირებიან არაფრისმთქმელი თვალებით. თითქოს რაღაც ვაჟკაცობა ჩაიდინეს. ზღვა ცილისწამების მიუხედავად თავის უძლურებას, სილაჩრეს გრძნობენ და ხმის მაგიერ ხავილი ამოსდით…

რა უსუსურებად გამოიყურებით ნეტავ დაგანახათ საკუთარი თავი…

ეპისკოპოსების მოთმინებას საზღვარი არ აქვს, ყოჩაღ მათ. ისინი გულწრფელი პასუხებით ავლენენ და ამხელენ ინტრიგნულ, მზაკვრულ და შეფარულ კითხვებს. მახსენდება მეუფე იაკობთან მეუფე იობთან, მეუფე იოანესთან, მეუფე სტეფანესთან, მეუფე ნიკოლოზთან და მეუფე ანტონთან გამართული პოლემიკის შედეგად ყოველთვის დამარცხებული ჟურნალისტები, რომელთაც, ვერ მიაღწიეს შედეგს და შემდეგ გაცოფებულები კონტექსტიდან გლეჯენ წინადადებებს, თვითონ თხზავენ არარსებულ ფაქტებს და საზოგადოებას გვტენიან, მაგრამ ამ მეთოდებსაც მიუხვდით აღარ “ვჭამთ”…

ამის მხილველთ კი სიცოფე უფრო ემატებათ…

ან რას უნდა ველოდოთ სააკაშვილის და კეზერაშვილის დაფინანსებული და პოლიტიკა განმსაზღვრული პოლიტიკოსებისა და ტელევიზიებისგან. რა უნდა დავიჯერო იმ პოლიტიკოსების და ჟურნალისტების რომლებიც მათ დაკრულზე ცეკვავენ, მათ გროშებზე იხდიან. რამდენი “კიკუ” გვყოლია ქვეყანაში…

როგორ შეიძლება მოგინდეს მათი მხარდაჭერა ვინც ამდენი ავნო ქვეყანას, ხალხს. როგორ შეიძლება პატრიარქის და ეკლესიის ლანძღვა, რომელმაც ძველ და ახალ ისტორიაში ქვეყნის გადარჩენის უღელი იტვირთა, ის, რომ ვარსებობთ…

88 წლის მოხუცი პატრიარქის სიტყვა, რომელსაც, დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირს, რთული ვითარების დროს როგორ გვშველის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ…

დაუჯერებელია და გასაკვირი, რა ტიტანური ღვაწლით შეძლო ქვეყნის გამოფხიზლება და ერში დაკარგული რწმენის გაღვივება (თან რა დროს და ვითარებაში) დღეს, რომ ასე ანთებულია და ვერა ძალა ვეღარ აქრობს…

აი მაგალითი ერის მამობის. აი რატომაც ებრძვიან…

ეს სწორედ ის პატრიარქია 2008 წლის ომში გარდაცვლილი იმ დროს არსებული ხელისუფლებისგან უპატრონოდ დაყრილი გმირი ბიჭების გვამები, რომ გამოასვენა ჩვენი მაგრამ რუსეთის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან და მათ გვამებს ქვეშ თავისი ანაფორა დაუფინა. ეს რა ჟესტია ამას ხომ ბოროტის მსახურები ვერ მიხვდებიან. რა იციან რას ნიშნავს ქვეყნის ბედით შეწუხებულის გულის ფეთქვა. მათთვის ხომ ფასადურია ილია ჭავჭავაძის და ზვიად გამსახურდიას ხსენება. ისევე როგორც ფასადურია ის ოფიციალური შეხვედრები პატრიარქთან ნაწილი დიპლომატებისა პარალელურად მის მლანძღველ კასტას ღიად, რომ უჭერენ მხარს, როცა აქციათა ფონზე მთავარ წინადადებად აწერია “საპატრიარქო ყარს”…

მეტი თავის გამოჩენა რაღა გინდათ, მეტი მხილება…

ან მეტი თქვენზე რაღა დავწერო…”

თეგები: ვარლამ ხათრიძესაქართველოს პატრიარქი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის სააქციო შეთავაზებები სპეციალურ ფასად!

00:00 10-10-2026
საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა
ახალი ამბები

საქართველომ, საერთაშორისო საბანკო და რითეილ ფორუმს Fusion Georgia 2026-ს უმასპინძლა

16:47 10-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:49 10-09-2026
არქი გრანდ ავენიუ
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა

14:37 10-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved