• რეკლამა
  • კონტაქტი
08:20, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

როგორ უნდა მიხვდე, რომ ყოფილი ზონდერი, ან თუნდაც ბიძინას მაგინებელი გამოსწორდა და “ოცნების” ერთგულია? – სოსო გოგაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:27 07-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

სუს-ის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, სოსო გოგაშვილი, ავრცელებს ვიდეოს და წერს:

“როგორ უნდა მიხვდე, რომ ყოფილი ზონდერი, ან თუნდაც ბიძინას, ბერას და მისი ოჯახის მაგინებელი გამოსწორდა და “ქართული ოცნების” ერთგულია?

პრინციპში რად გინდათ მიხვედრა? მაგინებლობა, როგორც პრაქტიკამ დაამტკიცა და აჩვენა პრივილეგიაა დაწინაურების დროს და არა პროფესიონალიზმი, პატრიოტიზმი, ერთგულება…

რა არის ის ნიშანი, რომლითაც ამას ხვდებით?

ან რა განსაკუთრებული თვისებები აქვთ იმ ადამიანებს, რომლებიც ამას ხვდებიან და ხელისგულზე ატარებენ მსგავს არსებებს?

მესამე უხილავი თვალი? სასწაულებრივი მგრძნობელობა? გამოცდილება?

მე ერთი რამ ვიცი, ის “ არსება”, რომელიც აწამებდა, დევნიდა, ავიწროვებდა, აშინებდა, ან კლავდა ყველა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს. ან ყანწებით ადღეგრძელებდა მაგიდაზე შემხტარი და დუჟმორეული გაიძახოდა მიშა! მიშას! (უამრავი ფაქტობრივი მტკიცებულებაა ამისი) მუდამ მისი მეხოტბე იყო და არის, ის ვერასდროს გახდება ამ “გუნდის” ერთგული და უღალატო წევრი.

რა თქმა უნდა, თუ ამ გუნდმა არ შეიცვალა მთავარი პრინციპები და არ გახდა სხვა ღირებულებების მიმდევარი, რომლებიც ამ ზონდერებისთვის მისაღებია.

თუ ესეა მაშინ ჰო, მაშინ ჰო…მაშინ არ მიკვირს ეს ადამიანები, რატომ წინაურდებიან და ახლოვდებიან, ან უკვე დგანან მართვის სადავეებთან ყველა საკვანძო ადგილზე.

არ მითხრათ ეხლა კონკრეტიკა მოაყოლეო. აბსოლუტური უმრავლესობაა, მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელია სხვა დანარჩენი და მათ არავინ არაფერს არ ეკითხება. ისინიც რა ქნან ხელფასი აქვთ და უყურებენ ამ მარაზმს. თან გული ბოღმით უსკდებათ იგინებიან ფარულად, მოტეხილში

მეცოდებით მართლა გულწრფელად მეგობრებო.

მოვა დრო და ეს ყვარყვარეები ახალ მთავრობასთან მიდგებიან დაბურული მანქანებით და გატენილი გეგაბაიტებით…

ღირსეულებმა, განმარტოვებულებმა ჩაიხედეთ თქვენს გულებში და დაფიქრდით. ვარ თუ არა მართალი? თუ მართალი ვარ, მაშინ ზოგიერთს მაინც უნდა გეყოთ ვაჟკაცობა, რომ ამას თვალი გაუსწოროთ…და არა დახაროთ.

იფიქრეთ, იფიქრეთ…”

თეგები: სოსო გოგაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved