• რეკლამა
  • კონტაქტი
10:11, ხუთშაბათი, 6 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია… ივანიშვილს სერიოზული საფრხე ემუქრება და ერთი გზა აქვს დარჩენილი” – გია ხუხაშვილი

ალია ავტორი - ალია
19:05 07-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:

“აშკარაა, მიმდინარეობდა სპეცოპერაცია, ეს იყო პოლიტიკური ოპერაცია, სისტემური დანაშაული, ამოცანა იყო მარტივი – ბიძინას ტექნოლოგიით, უნდა გაკრეფილიყო შუა, ღარიბაშვილი უნდა გამოჩენილიყო მართლმადიდებლობის, ტრადიციების დამცველად და ვინც გამოხატვის თავისუფლებისთვის იბრძვის, ისინი უნდა გამოცხადებულიყვნენ სექსუალურ უმცირესობად, ან მათთან დაახლოებულ ჯგუფებად.

სულ ესე მოქმედებენ, თუმცა, გამყოფი ხაზი სხვადასხვა თემებზე ჰქონდათ, იყო მიშასთან დაკავშირებით, მერე რელიგიური მოტივებით “გარეჯი საქართველოა” ჩაგვიტარეს და ლამის აზრებაიჯანთან ომი დაგვაწყებინებს… ახლა ღარიბაშვილს მოუფიქრეს შეფუთვა, შენ გამოჩნდები გმირი, მასობრივ ისტერიას დავიწყებთ, არსებულ ყველა პრობლემას გადავიტანთ… აერიათ ეს ყველაფერი, ახლა მცემელიც აგინებს და ნაცემიც ღარიბაშვილს.

იჯდეს ის ღარიბაშვილი, თუ ასე ეპოტინება ამ სკამს, ტიტანიკად იქცა უკვე, პოლიტიკური გვამია ღარიბაშვილი უკვე, მას არანაირი მხარდაჭერა აღარ აქვს, რაღაცა მხარდამჭერთა ჯგუფი ჰყავს, რამდენიმე ქალი და კაცია, რომლეიც ლაიქებს აგროვებენ და ვერ აგროვებენ, აი, ამ დონეზე არიან დაშვებულნი. “ოცნებას” თუ უნდა ასეთი პრემიერი-მინისტრი, ღმერთმა მოახმაროს, ჩაყვნენ საფლავში, მე არა ვარ ამის წინააღმდგეი.

მე ქართული ოცნების გამოსავალი აღარ ვიცი რა არის. პერსონალურად ივანიშვილს უდგას სერიოზული პრობლემები, მე ის არ მემეტება ადამიანურად, რაღაც გარკვეული ურთიერთობები გვქონდა, ადამიანურ ჭრილში, პოლიტიკურად მთლიანად მიუღებელია. ერთადერთი გზაა, თუ მას უნდა, არათუ რეაბილიტაცია, რეაბილიტაცია შეუძლებელია, რაღაცა ისტორიული სტატუსი რომ შეინარჩუნოს, არის ერთადერთი გზა – ახლა არის მაღალი სახელმწიფოებრივი რისკები, გარდამავალი ეტაპია, თავად უნდა დაბრუნდეს პრემიერ-მინისტრად და გახდეს რეალურად კონკრეტული არჩევნების ჩატარების გარანტი.

ახლა, როცა დიდი რყევებია, საჭიროა ძალის ცენტრი. ჩვენ შეიძლება ბიძინა არ მოგწონდეს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, ძალის ცენტრი, ვისაც შეუძლია ამ არეულ სიტუაციაში, თუნდაც დროებითი სტაბილურობა მოიტანოს, მარტო ის არის, მეტი არავინ. კეთილი ინებოს, დაბრუნეს პრემიერ-მინისტრად, ჩაატაროს ღირსეული კონკურენტული არჩევნები, სადაც დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს და წავიდეს….

ეს მას მისცემს იმის შანს, რომ ნაწილობრივი რეაბილიტაცია მოახდინოს და საკუთარი უსაფრთხოება უზრუნველჰყოს. მას სერიოზული საფრთხე ემუქრება. არ მემეტება ადამიანურად.”

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგია ხუხაშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
სახლები დღიურად
ახალი ამბები

​ნუ დახარჯავ ფულს რეკლამაში! – როგორ შეიძლება იქცეს „სახლები დღიურად“ საკუთარი თავის რეკლამად?

17:33 08-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved