• რეკლამა
  • კონტაქტი
15:16, ხუთშაბათი, 22 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სინოვაკით აცრა დღეს, გაცილებით (!) უკეთ დაგიცავთ სიკვდილისგან წლის ბოლომდე, ვიდრე ორი კვირის მერე ფაიზერით აცრა” – დავით მრელაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:23 07-16-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

აშშ-ში მცხოვრები ტელენევროლოგი, დავით მრელაშვილი:

შეკითხვა: რომელი ვაქცინით ავიცრა – ჩინურით, თუ ფაიზერს დაველოდო.

ვისაც უბრალო შეჯამება აინტერესებს მათთვის მარტივად ვიტყვი:

***სინოვაკით აცრა (რაც უკვე საქართველოში შესაძლებელია) დღეს, გაცილებით (!) უკეთ დაგიცავთ სიკვდილისგან წლის ბოლომდე ვიდრე თუნდაც ორი კვირის მერე ფაიზერით აცრა***.

ის ვისთვისაც ეს დაუჯერებლად ჟღერს, ქვემოთ ავხსნი მე-8 კლასის მათემატიკის დონეზე.

ეს დასკვნა ეფუძნება გარკვეულ ფაქტებს. და ეს ფაქტები არის დღეს-დღეისობით არსებული სამედიცინო ლიტერატურიდან ერთ-ერთი ყველაზე სარწმუნო და ავტორიტეტული წყაროებიდან როგორებიცაა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, New England Journal of Medicine.

ეს ფაქტები და დაშვებებია შემდეგი:

– ფაიზერი უფრო ეფექტური ვაქცინაა და უკეთ (უფრო მეტ პროცენტში) იცავს ხალხს კორონავირუსის ინფექციისგანაც და მისგან სიკვდილისგან, ვიდრე ჩინური ვაქცინა. ეს ნამდვილად ასეა, ვერცერთი ჭკუათმყოფელი ვერ იტყვის რომ ჩინური უფრო ეფექტურიაო არსებული ინფორმაციის საფუძველზე. სწორედ ამ სიმართლეს შეჰყავს შეცდომაში ძალიან ბევრი, განსაკუთრებით ისინი ვინც ფაიზერს „ელოდებიან“.

– უახლესი კვლევის საფუძველზე ერთი და იმავე ქვეყანაში და პოპულაციაში და იმავე დროის პერიოდში (რაც ძალიან მნიშვნელოვანია სწორი ინტერპრეტაციისთვის) შედარდა ფაიზერის და სინოვაკის (ჩინური) ვაქცინების ეფექტურობა. როგორც მოსალოდნელი იყო ფაიზერი უფრო ეფექტური იყო ვიდრე სინოვაკი.

– მაგრამ როგორც ამერიკელები ამბობენ – „ეშმაკი დეტალებშია დამალული“. ეს განსხვავება ამ ორ ვაქცინას შორის ძირითადად იყო მსუბუქი ფორმების ხარჯზე. რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია – სიკვდილისგან და კრიტიკული ფორმებისგან დაცვაში განსხვავება გაცილებით მცირე დაახლოებით 5 პროცენტი იყო: 91% დაცვა ფაიზერისგან და 86% სინოვაკისგან. ეს უკანასკნელი კვლევა ჩილეში ჩატარდა, სადაც ბრაზილიური შტამია დომინანტური, თუმცა მანამდე არსებული კვლევებშიც (სხვა შტამებზე) მსგავსი პროპორციებია – ფაიზერი ლიდერობს მნიშვნელოვნად სიმპტომურ ინფექციების პრევენციაში, თუმცა მძიმე ფორმებსა და სიკვდილიანობაზე სინოვაკი (და სხვა ვაქცინებიც) საკმაოდ უახლოვდება მას. აქედან გამომდინარე ნამდვილად ლოგიკურია რომ დელტა შტამზეც მსგავსი პროპორციები იყოს დაცული (ამ არგუმენტში გვეხმარება დღევანდელი დიდი ბრიტანეთის სიტუაცია სადაც თითქმის 100% დელტა შტამია და მიუხედავად იმისა – ასტრაზენეკას მიერ სიკვდილიანობის 90%-ით შემცირება).

– ვაქცინის „ეფექტურობაზე“ რომ საუბრობენ, სტანდარტულად იგულისხმება სიმპტომური ინფექციისგან პროცენტული დაცვა (რომლის დიდი პროცენტიც მსუბუქი ფორმაა). ამას გარკვეულ წილად შეცდომაში შეჰყავს ხალხი, რადგან მგონი ყველა ადამიანისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია ვაქცინა სიკვდილისგან დაიცავს თუ არა, ვიდრე ის რომ მსუბუქი სურდოს მსგავსი ინფექცია ექნება თუ არ ექნება.

– ვაქცინისგან სრული დაცვა (ზემოთ მოყვანილი პროცენტები) საერთაშორისოდ მიღებულია რომ ყალიბდება მეორე დოზიდან 2 კვირის შემდეგ.

ახლა კი მათემატიკაზე გადავიდეთ:

პირობითად რომ ავიღოთ რომ ვაქცინის გარეშე (დაუცველი) გარდაცვლილი ადამიანების რიცხვი *ყოველთვიურად* 100%-ია (ან 100, მარტივი გამოთვლისთვის). ეგ ნიშნავს რომ ფაიზერით ორჯერ აცრილ პოპულაციაში ეს იქნება 9 ადამიანი (91%-ში იცავს სიკვდილისგან, 100-91 = 9). სინოვაკის შემთხვევაში ეს იქნება 14 (100-86 = 14)

ეს ნიშნავს რომ ახლა (ივლისის შუაში) რომ აიცრას ადამიანი და შემდეგ მეორე დოზა აგვისტოს 15-ში, 1 სექტემბრისთვის უკვე სრული დაცვა ექნება. ანუ სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი დეკემბერი – თვითოეულ თვეში სიკვდილიანობა იქნება 14. სულ 14+14+14+14= 56 (ნაცვლად აუცრელების 400-სა იგივბე პერიოდში)

ორი კვირის რომ „დაველოდოთ“ და მერე ფაიზერით ავიცრათ (დაუჯერებლად კარგ შემთხვევაში რომ ფაიზერი იქნება იმ დროს) სურათი ასეთია.

სექტემბრის პირველი ორი კვირა ჯერ კიდევ დაუცველია პაციენტი. ანუ, თუ მთელ სექტემბერში აუცრელი პაციენტი 100 კვდებოდა, პირველ ნახევარში მოკვდება 50, მეორე ნახევარში 4.5 (ცხრის ნახევარი), ნუ დავამრგვალოთ ფაიზერის სასარგებლოდ 4. ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბერში 9-ები. ანუ სულ ჯამში: 50 + 4 + 9 + 9 + 9 = 81

შედეგი ასეთია,

***თქვენ დღეს რომ აიცრათ ჩინურით 45%-ით მეტად ხართ დაცული წლის ბოლომდე კორონათი სიკვდილისგან*** ( (81 – 56 ) / 56 *100= 45%).

რა თქმა უნდა ეს გამარტივებული გამოთვლაა რომ პოსტი წაკითხვადი იყოს, და მრავალი წვრილმანი ფაქტორის დამატება შეიძლება (მაგალითად ნაწილობრივი დაცვა პირველი დოზისგან ორივე ვაქცინის შემთხვევაში). თუმცა რომც გავითვალისწინოთ ის წვრილმანები – ამხელა 45%-ს დიდად ვერ შეცვლის. იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი რომ ორ კვირაზე მეტი ხანი ვინც ელოდება ფაიზერს ეს ციფრი გაცილებით იზრდება (ერთ თვეში უკვე 100%-ზე მეტია).

მე აქ რომელიმე ვაქცინას კი არ ვუწევ აგიტაციას – უბრალოდ ის ერთი შეხედვით „უხილავი“ ციფრები გამომყავს სააშკარაოზე, მათთვის, ვინც დაბნეულია, და ვისაც ჯერჯერობით არ უნდა ღმერთთან (ან უარეს შემთხვევაში ეშმაკთან) შეხვედრის კორონა-ლატარია მოიგოს რასაც ყოველთვიურად 600 ადამიანი იგებს საქართველოში.

როგორც ბიძინა იტყოდა: აი-ცერი!

თეგები: დავით მრელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

სასტუმრო “სეროდანი” თელავში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:08 05-22-2025
თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გაწევრიანდეს Runners Club-ში

16:06 05-21-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

11:39 05-21-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved