• რეკლამა
  • კონტაქტი
07:08, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“1 ადამიანს შეუძლია დააინფიციროს 14 ადამიანი” – რას წერს ჩინეთში, კარანტინში მყოფი ქართველი

ალია ავტორი - ალია
20:01 02-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

ჩინეთში მცხოვრები ქართველი, ლიკუნა ლობჟანიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ტყვეობის და კარანტინის 33-ე დღე ჩინეთში

?ბოლო 2 დღის მანძილზე ჩინეთის 23 რეგიონში ვირუსით დაინფიცირების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

✔️ეპიცენტრის რეგიონში დაავადებულთა რიცხვის ზრდა საკმაოდ შემცირებულია. მაგალითად, თუ აქამდე 24 საათის განმავლობაში მათი რიცხვი 2000/3000 ით იზრდებოდა, ახლა 300/600 მდე შემთხვევა ფიქსირდება, რაც ძალიან კარგი შედეგია.

✔️ვირუსის აფეთქების დღიდან 33 დღეში საოცარი შედეგი დადო ჩინეთმა. რა თქმა უნდა ეს მათი ძლიერი ეკონომიკური მდგომარების და უდიდესი ადამიანური რესურსის დამსახურებაა. (რობოტებიც თავის საქმეს აკეთებდნენ).

რაც შეეხება ვირუსის ინკუბაციის პერიოდს და გავრცელების საფრთხეს. 1 თვის წინ ჩინეთის მთავარმა ბაქტერიოლოგმა პრესკონფერენცისაას განაცხადა, ვირუსს აქვს 2 ინკუბაციის პერიოდი: 1-14 დღე და 1-30 დღე. არსებობს საფრთხე, რომ ეს დღეები კიდევ გაიზარდოს.

შეიძლება იყოთ ვირუსის მატარებელი, არ გქონდეთ სიმპტომი, გადაიტანოთ “ფეხზე” მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ვირუსი გავრცელებადია.

1 ადამიანს საშუალოდ შეუძლია დააინფიციროს 14 ადამიანი.

( ეს ყველა ინფორმაცია არის ჩინეთის შემთხვევების გათვალისწინებით)

✔️გამოიყენეთ ნიღაბი, იქონიეთ სპირტიანი საწმენდები, ხელები დაიბანეთ მინიმუმ 20 წამის განმავლობაში.
ვირუსი გადამდებია მხოლოდ დაინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით. არ არის პროდუქტში, ამანთზე, სხვა სახის ნივთებზე.

პანიკაში ჩავარდნით არაფერს ეშველება. პირიქით, მაქსიმალურად გაუფრთხილდით თავს, ნერვულ სისტემას და ჯანმრთელობას.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას, ვინც მკითხულობთ, დარდობთ და მგულშემატკივრობთ.”

შეგახსენებთ, დღეს ინტერნეტში, ლიკუნას სხვა პოსტიც გავრცელდა:

„33 დღეა სახლში ვარ ჩაკეტილი კარანტინში. 1 თვეა სრულიად გაჩერებულია მუშაობა მთელ ჩინეთში, მხოლოდ სუპერმარკეტებს და აფთიაქებს ამარაგებენ. სახლთან სამხედრო სამედიცინო პერსონალი დგას, არ უშვებენ შიგნით და გარეთ არავის სპეციალური ნებართვის გარეშე.“-წერს ლიკუნა ლობჟანიძე, მისივე თქმით ჩინეთში უცხოელებს განსაკუთრებული სიფრთხილით ეპყრობიან.

„საჭმელი კურიერს მოაქვს. განსაკუთრებული სიფრთხილით გამოირჩევიან უცხოელების მიმართ. გვირეკავს პოლიცია, გვეკითხება რამე პრობლემა ხო არ გვაქვს ვიზაზე, ხელფასის გადახდაზე ა.შ. არ შექმნილა არაფრის დეფიციტი პირბედეების გარდა, რაც უკვე აღმოფხვრილია.

ინტერნეტის თანხები უკან დაგვიბრუნდა და დამსაქმებლები ვალდებულები არიან სრულად აანაზღაურონ იანვრის და თებერვლის ხელფასები. სახელმწიფოც ეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. დეზინფიცირდება დღეში რამდენჯერმე კორპუსები, სადარბაზოები, ქუჩები. საოცარი და შესაშური მობილიზება აქვს გამოცხადებული მთავრობას.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved