• რეკლამა
  • კონტაქტი
01:46, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“აცრის მოტივაცია – ამან აუცილებლად უნდა მიიღოს რეგულაციის ფორმა…” – ამირან გამყრელიძე

ალია ავტორი - ალია
16:52 07-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში გაუარესებული ეპიდმდგომარეობის გამო საკოორდინაციო საბჭოზე გაჟღერდა ინიციატივა, რომ ნებისმიერ თავყრილობაზე მხოლოდ ორჯერ ვაქინირებული პირები დაიშვან.

ამირან გამყრელიძე:

“გუშინ საკოორდინაციო საბჭოზე გაჟღერდა ჩვენი წინადადება, რომ ნებისმიერ თავყრილობაზე, სემინარზე, კონფერენციაზე, შეხვედრასა და ასე შემდეგ დაშვებული იქნენ მხოლოდ ორჯერ აცრილი ადამიანები ან ბოლო 72 საათში ტესტირება გაკეთებული პირები, ვისაც უარყოფითი „პისიარ“ ტესტი ექნებათ. ჩვენი წინადადებაა, რომ ამან აუცილებლად მიიღოს რეგულაციის ფორმა, რათა ყველა ადამიანს ერთი მხრივ ჰქონდეს მოტივაცია, რომ აცრილი იყოს, მეორე მხრივ, იყოს უსაფრთხო ეს შეკრებები. ასევე, მოგეხსენებათ, ჩვენი ინიციატივაა შემოდგომისთვის აცრები ყველა სტუდენტის, ყველა პროფესორ-მასწავლებლის, ყველა სკოლის მასწავლებლის, რათა შემოდგომაზე გვქონდეს უსაფრთხო სკოლები, უსაფრთხო ბაღები, აღმზრდელები იყვნენ აცრილები, უსაფრთხო უნივერსიტეტები.

მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების აცრას, რომ მათ არ მიუტანონ ინფექცია ბავშვებს, რადგან დღეს ბრიტანული შტამის გარდა, საკმაოდ ინტენსიურად ცირკულირებს დელტა შტამი, და გვაქვს გასულ კვირაში უკვე დამატებით 27 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. დელტა შტამის სულ 79 შემთხვევაა ლუგარში დადასტურებული, მაგრამ გათვლებით დელტა შტამის ცირკულაცია უკვე სცილდება ქვეყანაში საერთო ინფიცირების დაახლოებით 20 პროცენტს. ეს ციფრი გაიზრდება, ამას წინ ვერ აღვუდგებით, რადგან ტენდენცია ასეთია, რომ ბევრ ქვეყანაში და განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში ბრიტანულ შტამს უკვე ანაცვლებს დელტა შტამი, ინდური შტამი, რომელიც ხასიათდება მეტი ტროპიზმით ახალგაზრდა ასაკისას და მეტი გადამდებლობით განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში“

თეგები: ამირან გამყრელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved