ამ წუთებში, “ტვ პირველი” ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკავებულია საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე, რომელიც, აქციაზე გამოსული იყო ძაღლთან ერთად. მისი ოთხფეხა მეგობარი კი დაკარგულია.
ჟურნალისტი, მმართველი პარტიის ოფისთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს და დაკავებისას მაისური შემოახიეს.
ცოტა ხნის წინ, ირაკლი წერდა:
“ზედოზირებით მოკვდებით თქვენ. სამარცხვინეობო.”
შეგახსენებთ, რუსთაველზე, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტებიც დააკავა.
შსს-მ განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ 12 ადამიანი დააკავა უკვე აქციაზე.
კომენტარები