• რეკლამა
  • კონტაქტი
02:36, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“არ ეტყობოდა, რომ ალკოჰოლი ალაპარაკებდა, ამბობდა, ფეხებით მცემაო” – რა ხდება ჯიშკარიანის პროცესზე

ალია ავტორი - ალია
15:56 02-25-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს ბრალდებული დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მოწმის სტატუსით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ერთ-ერთი ექიმი იკითხება.

მისი თქმით, როდესაც გამოძახებაზე მივიდა დაზარალებულს (თამთა თოდაძეს) თითზე პატარა ჭრილობა და მუხლზე სიწითლე აღენიშნებოდა.

„გვითხრა, რომ ის მუშაობდა დეპუტატის ოფისში, სპეციალისტის თანამდებობაზე. გვითხრა მცემაო. მოვიდა სამსახურშიო პახმელიაზე, დალევა უნდოდა, მეც მასთან ერთად დავლიე კონიაკიო. ამის მერე დამიწყო ხელების მოსმა ყველა ადგილზეო. მერე დავემუქრე. გაბრაზდა, ტელეფონი დამიმტვრია, ასევე კომპიუტერიო. ითხოვდა, რომ საპატრულო პოლიცია ოფისში მისულიყო და ფაქტი დაედასტურებინათ, ჩვენ დამამშვიდებელი მივეცით. საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა. მოსული იყო საგამოძიებო სამსახური“,- განაცხადა ექიმმა.

მისივე თქმით, თამთა თოდაძე ამბობდა, რომ გაუპატიურებას მისი უფროსი ცდილობდა.

„აქტიურ მდგომარეობაში იყო. უეცრად იწყებდა ტირილს და ყვირილს. არ ეტყობოდა, რომ მას ალკოჰოლი ალაპარაკებდა. ეს ამბობს ფეხებით მცემაო“,-  განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის, თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.

ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამას გარდა, მას აეკრძალა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, რომლებიც საქმეზე მოწმის სახით უნდა დაიკითხონ.

წყარო – პრაიმტაიმი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved