• რეკლამა
  • კონტაქტი
19:35, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ამ მესიჯით აშშ-ს ელჩმა ფაქტობრივად რევოლუციას აუნთო მწვანე შუქი” – ნანა კაკაბაძე

ალია ავტორი - ალია
02:11 07-12-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე:

,,მიზანი ამართლებს საშუალებას!

თუ მიზანი დიადი და ნათელია, ყველა საშუალების გამოყენება მისაღები და გამართლებულია ამ მიზნის მისაღწევად. დღეს ოპოზიციური ჯგუფების და მათი მედიასაშუალებებისთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, რომ ხელისუფლება მოიპოვოს არაკონსტიტუციური გზით, რადგან ობიექტური მოცემულობა ისეთია, რომ სამართლიანი არჩევნებით მათთვის ხელისუფლების მოპოვება პრაქტიკულად შეუძლებელია. ყველა მიზეზი თუ საბაბი უნდა იქნას გამოყენებული ხელისუფლების ძალადობრივი გზით დასამხობად. მათ არ აინტერესებთ სიმართლე, უფრო სწორად, ეშინიათ სიმართლის, რადგან კარგად იციან, რომ ასეთ შემთხვევაში მათი პროპაგანდის სიცრუე მალევე გამოააშკარავდება.

2021 წლის 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების მიერ თბილისში ჟურნალისტების დარბევის დროს სხვებთან ერთად ფიზიკურად გაუსწორდნენ ტვ-1-ის 38 წლის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, რომელსაც სახეზე და თვალზე ჰქონდა მიყენებული დაზიანება. 10 ივ¬ლისს ის საავადმყოფოდან გამოწერეს და 11 ივნისს სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოპოზიციონერებმა და მათმა პარტიულმა ტელევიზიებმა მაშინვე დაიწყეს ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ მართალია, დიდი ალბათობით ოპერატორი 5 ივლისს მიყენებული დაზიანებებისგან არ გარდაცვლილა, მაგრამ ეს გარდაცვალება სწორედ მისი ცემის ფაქტს უნდა მიებას. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დადგინდეს მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი, არ უნდა ჩაუტარონ ექსპერტიზა გარდაცვლილის სხეულს, არ უნდა გამოიკვლიონ გარდაცვალებამდე მისი კონტაქტები, რადგან ეს ყველაფერი დიდი ალბათობით დაადასტურებს, რომ არავითარი კავშირი 5 ივლისს ოპერატორის ცემასა და 11 ივლისს მის გარდაცვალებას შორის არ არსებობს.

ეს ყველაფერი კარგად ესმით არა მხოლოდ ზემოხსენებული საზოგადოების წარმომადგენლებს, არამედ საქართველოში წარმოდგენილ უცხო ქვეყნების ელჩებსაც, ამიტომ მათ უკვე დიაგნოზიც დასვეს და ფაქტობრივად, შეუერთდნენ ოპოზიციის მოთხოვნებს (ან პირიქით, ოპოზიცია ახმოვანებს მათ პოზიციას). აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა მშვიდობისკენ მოწოდების და ამ მოწოდების ბოლოს განაცხადა, რომ „ძალადობამ უკვე გამოიწვია ერთი ადამიანის სიკვდილი“, ანუ მის მიერ უკვე გაგზავნილია მესიჯი, რომ 5 დღის წინ ნაცემი ოპერატორი, რომელსაც არავითარი გართულება არ ჰქონია და ამის გამო წინა დღით საავადმყოფოდანაც გამოწერეს, ცემიდან მეექვსე დღეს თურმე სწორედ იმ ცემის მიზეზით გარდაიცვალა. სრულიად აშკარაა, რომ ამ მესიჯით აშშ-ს ელჩმა ფაქტობრივად რევოლუციას აუნთო მწვანე შუქი და ყველას კიდევ ერთხელ დაანახვა, რომ ქართველმა ხალხმა კი არა, მან უნდა გადაწყვიტოს საქართველოში ხელისუფლების საკითხი.

ვიღაცისთვის მიზანი ამართლებს საშუალებას, ჩვენთვის კი სამარცხვინო და საშინელია, როდესაც ადამიანებს შეუძლიათ ყველაფრით, მათ შორის ადამიანის სიცოცხლით ვაჭრობა, სიმართლის წინააღმდეგ ყველა ბინძური საშუალების გამოყენება, როდესაც ეს სიმართლე მათ ანგარებით მიზნებს თვალნათლივ წარმოაჩენს.

იმედს გამოვთქვამთ, რომ გვამებზე გადავლით ხელისუფლებისათვის მებრძოლების განზრახვებს და ოცნებებს ახდენა არ უწერია და საქართველოში ხელისუფლების საკითხს ქართველი ხალხი გადაწყვეტს.

ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი, ტარიელ ღვინიაშვილი (საბჭოთა პერიოდის პოლიტპატიმრები)”

თეგები: ნანა კაკაბაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved