ჟურნალისტებზე ძალადობისთვის ბრალდებული 4 პირი პატიმრობაში დარჩა. კერძოდ, საქმე ეხება ტვ პირველის ჟურნალისტისა და ოპერატორის, ასევე მთავარი არხის ოპერატორის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სხდომაზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გადაწეყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
სასამართლომ გუშინ, 8 ივლისს რუსთავი 2-ის, მთავარი არხის, ნიუპოსტისა და ტაბულას ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებულ სამ პირს – ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძესა და მურად დევლარიშვილს პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე მათთვის გირაოს ითხოვდა.
კომენტარები