ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მოკლეს – ინფორმაციას მედია ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. დაჭრილია პირველი ლედი.
შეგახსენებთ, ჰაიტის პრეზიდენტს თავს 2018 წელსაც დაესხნენ, როცა ის ქვეყნის დამაარსებლისა და ეროვნული გმირის, ჟან-ჟაკ დესალინის ხსოვნის 212-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას.
კომენტარები