• რეკლამა
  • კონტაქტი
20:54, კვირა, 5 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა თბილისის ცაზე!” – ლანა ღოღობერიძე

ალია ავტორი - ალია
15:37 07-07-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
65

რეჟისორი, ლანა ღოღობერიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ძალიან, ძალიან დამწუხრებული ვარ.

ამ დღეებში ჩემ სამშობლოში მოხდა რაღაც, ძალიან შემაშფოთებელი. პატრიოტიზმის და მართლმადიდებლობის სახელით უმრავლესობამ დაჩაგრა ადამიანთა მცირე ჯგუფი! უარი ათქმევინა ღირსების მარშის მოწყობაზე. სცემა და ცხვირპირი ჩაუმტვრია ჟურნალისტებს, რომლებიც კეთილსინდისიერად და თავდადებით ასრულებდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას!

და ბოლოს, როგორც ამ ყველაფრის სიმბოლო, 30 წლიანი დამოუკიდებლობის და დასავლეთისკენ თითქოს გააზრებული მსვლელობის ფონზე ვიხილეთ საოცარი აქტი: როგორ ჩამოხსნა ოფიციალური შენობიდან ადამიანთა ჯგუფმა ევრო კავშირის დროშა! და მარტო ჩამოხსნა კი არა, დაწვა!

ახლა პირდაპირი გზა გვაქს: არ გვინდა დასავლეთი, არ გვინდა თავისუფლება და თანასწორობა, არ გვინდა სილაღე და სიხარული, ერთმანეთის გაგება და დაფასება, წინ! თუ პირიქით, უკან: საბჭოთა კავშირისკენ და უფრო ახლოს, პუტინის რუსეთისკენ! წინ, პიროვნების ჩაგვრისა და განადგურებისაკენ, სიბნელისა და სიღარიბისკენ!

მე ყველაფრის უფლება მაქვს, რადგანაც ის ჩემგან განსხვავებულია, რა მნიშვნელობა აქვს, კანის ფერით, აღმსარებლობით, თუ სექსუალური ორიენტაციით! მთავარია, რომ მე უმრავლესობას წარმოვადგენ, ის კი უმცირესობას! ამიტომ მე თავისთავად მართალი ვარ! და მე გულით მაინტერესებს: ნუთუ მათ, ვინც ეს ყველაფერი მოიმოქმედა, აქვთ კმაყოფილების შეგრძნება? მეტიც, სიამაყის განცდა?

მე მინდა ვუთხრა ამ ადამიანებს, რომლებსაც, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ულხინთ და არც ისე კარგად გრძნობენ თავს ამ ცხოვრებაში, იქნებ არც დასაქმებულები არიან, ვერც ოჯახებს არჩენენ წესიერად… ნუ დაემორჩილებიან ჯოგის ინსტიქტს. ნუ იფიქრებენ, რომ თუ სხვას დაჩაგრავენ, თვითონ უკეთ იგრძნობენ თავს. ეს ისეთი ელემენტარული განცდაა: ჩვენ ბევრნი ვართ, ბევრად მეტი, ვიდრე ისინი, და ამიტომ შეგვიძლია დავჩაგროთ, ჩავკლათ მათში ადამიანური ღირსება და ამით ჩვენი ადამიანური ღირსება დავამტკიცოთ!

თქვენ გგონიათ, რომ მოქმედებთ ქრისტიანობის სახელით, მაგრამ პირველქმნილი ქრისტიანობა თავის არსში ზუსტად საწინააღმდეგოს ქადაგებს და ეს მთავარი – მოყვასის მიმართ სიყვარული და თანაგრძნობაა.

დღეს თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ გაიმარჯვეთ, მაგრამ გარწმუნებთ, ეს პიროსის გამარჯვებაა. გუშინ ეს ბუნებამაც გითხრათ: თქვენ გეგონათ, რომ ჩააქრეთ ცისარტყელა, მაგრამ ის ბევრად უფრო ძლიერად მოგვევლინა და ჩაუქრობელ ფერებად აკიაფდა თბილისის ცაზე!

ბოლოს და ბოლოს, ცისარტყელა ჩვენს სულშიც გაბრწყინდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდი დანაკარგების და ტკივილის ფასად მოხდება.”

თეგები: ლანა ღოღობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved