• რეკლამა
  • კონტაქტი
16:16, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,ელჩი და მისი თანამშრომლები ბოლომდეჯ ვერ იაზრებენ, რომ ეს სწორედ მათი პოლიტიკის შედეგია?!” – ბონდო მძინარაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:11 07-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი:

,,გაკვირვებული ვარ, რატომ არ უფიქრდება ევროკავშირის მისია საქართველოში, რა ხდება და საით მიდის პროცესები?!

მართლა ძალიან მიკვირს: უკვე მეორედ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს პარლამენტის სასახლის წინ, ფლაგშტოკიდან, და ელჩი და მისი თანამშრომლები ბოლომდეჯ ვერ იაზრებენ, რომ ეს სწორედ მათი პოლიტიკის შედეგია?!

საქართველოს ევროპული მომავალი აქვს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ევროპულ ოჯახში ჩვენი ადგილის ღირსეულად დასამკვიდრებლად!

ამ ფონზე კი, ევროკავშირის მისიის, პირდაპირ ვიტყვი, გამაღიზიანებელი პოლიტიკის გამო, ხალხი ევროკავშირის დროშას ძირს ადგებს!

ევროკავშირი ბევრ კარგ პროექტს აფინანსებს, ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დადგომაში გვეხმარება და შედეგებიც ჩანს!

განა, რად გიღირთ ეს მარშები, რომ ხალხის განწყობა არ გაინტერესებთ?!

იგივე უნდა ითქვას ამერიკის საელჩოზეც!

რატომ არ ითვალისწინებთ ქართული ცხოვრების წესს, ტრადიციებს, ღირებულებებს?!

ამერიკელების უსაყვარლესმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა თქვა, რომ “ამერიკა დგას ოთხ მთავარ ღირებულებაზე: ღმერთისადმი რწმენაზე, სიტყვის თავისუფლებაზე, ოჯახის ინსტიტუტზე და ეკონომიკურ თავისუფლებაზე” (1988 წელი).

განა, ჩვენ სხვა რამ გვინდა?!

ანდა ამერიკამ თქვა უარი ამ ოთხ მთავარ ღირებულებაზე?!

ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ბევრი პრობლემა აქვს!

ვიცით, როგორ გვეხმარებით და მადლიერებაც არაერთხელ გამოგვიხატავს!

დაგვეხმარეთ სიტყვის თავისუფლების განმტკიცებაში, ეკონომიკური თავისუფლების მოპოვებაში, მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელებაში… მაგრამ ნუ შეეხებით ღმერთისადმი რწმენას და ოჯახის ინსტიტუტს!

გვასწავლეთ, როგორ ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო, მაგრამ ლოცვას ნუ გვასწავლით, რადგან ჩვენი წინაპრები სარწმუნოებისთვის სიცოცხლეს სწირავდნენ, ოჯახის ღირსებას კი თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენ. ჩვენ ვიცით, რომ ოჯახის ინსტიტუტი ამერიკელებისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!

ხომ ხედავთ, რომ საქართველოში “ნაჯახით” მოქმედება ამერიკის და, ზოგადად, დასავლეთის მიმართ ნეგატიურ განწყობებს აჩენს?!

და ამასაც რომ თავი დავანებოთ: რატომ აპირისპირებთ ხალხს საქართველოში, რის მიღწევას ცდილობთ?!”

თეგები: ბონდო მძინარაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved