• რეკლამა
  • კონტაქტი
20:17, შაბათი, 12 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურამ პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა

ალია ავტორი - ალია
21:51 07-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

საქართველოს პროკურატურამ ხულიგნური ქვენა გრძნობით ჩადენილი პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის გ.ხ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, ბრალდებული გ.ხ. ხულიგნური ქვენაგრძნობით, სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული მიზნით მყოფ პოლონეთის მოქალაქე ი.კ-ს და მისი მოკვლა განიზრახა. ბრალდებულმა ი.კ.-ს სხეულის სხვადასხვა ადგილებში, დანით სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა. შემთხვევის ადგილზე მყოფ მოქალაქეთა დახმარებით, გ.ხ.-მ დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, ხოლო გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად, პოლონეთის მოქალაქის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

სამართალდამცველებმა გ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13 წლიდან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულ გ.ხ.-ს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. შესაბამისად, მისი შერაცხადობის დადგენის მიზნით გამოძიების მიმდინარეობისას დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved