“ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
“ქართული ოცნება და მთელი ეს ადამიანები მტრად ხედავდნენ მხოლოდ ჟურნალისტებს
არც ღარიბაშვილი წყვეტს არაფერს დამოუკიდებლად და არც გომელაური.
ეს კოლექტიური გადაწყვეტილებაა, ამიტომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ ესენი თავისი ნებით გადადგებიან, განსაკუთრებით არჩევნების წინ.
თუ რა თქმა უნდა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, პირადად ბიძინა ივანიშვილზე არ განახორციელებენ წნეხს და არ აიძულებენ ამ ადამიანების გადაყენებას.
სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კვლავაც უპრობლემოდ განაგრძობს, თავისუფალი მედიის (და არა მარტო !) მიზანმიმართულ დევნას. მთავარ მტრადაც როგორც ჩანს ჟურნალისტები გაიხადეს, რადგან ყველაზე ნაკლებად მათ დღეს საზოგადოების ინფორმირებულობა აწყობთ.
ისე, გასაკვირი არ არის. შერჩათ 20 ივნისი, შერჩათ ცესკოს წინ ხალხის ჭავლით დარბევა… შერჩათ უამრავი ძალადობა და გადაგდება, ოპოზიციის ნაწილი კი, არა მარტო უპრობლემოდ უჯდება „ოცნებას“ მოლაპარაკებს მაგიდასთან, მათ „გაპრავებასაც“ აღარ თაკილობს…”
კომენტარები