• რეკლამა
  • კონტაქტი
09:28, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების მოწოდება

ალია ავტორი - ალია
18:26 07-06-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტთა თვითმმართველობა და სტუდენტთა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობები საქართველოში ვიწყებთ საინფორმაციო კამპანიას #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის.

აღნიშნული კამპანიის ფარგლებში  დაგეგმილია საინფორმაციო ბროშურების გავრცელება,   საჯარო შეხვედრების ჩატარება.  კამპანიაში ჩაერთვებიან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, რეზიდენტები,  მკვლევარები, აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები კამპანიაში  #აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის  მონაწილეობის  მისაღებად  ვიწვევთ  სხვა უმაღლესი  საგანმანათლებლო  დაწესებულებების სტუდენტებს.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 40%-ზე მეტი  უკვე  ვაქცინირებულია; ისინი კოვიდ-პანდემიის დაწყებიდან დღემდე აქტიურად არიან ჩართულნი კოვიდ-კლინიკების, კოვიდ-სასტუმროებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ქოლცენტრების მუშაობაში.

ჩვენი, სამედიცინო სფეროს  ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენლების,  მოქალაქეობრივი და პროფესიული  ვალდებულებაა  უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა და დღეს ეს გზა ვაქცინაციაზე გადის.

#აიცერი უსაფრთხო გარემოსთვის

#ჩაერთე 2021 წლის  ივლისსა  და აგვისტოში მასობრივი ვაქცინაციის კამპანიაში

#ვაქცინა გვიცავს

თსსუ-ის სტუდენტთა თვითმმართველობა

ევროპის მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობა

ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობა

ევროპის სტომატოლოგ სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობა

მსოფლიო მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის საქართველოს წარმომადგენლობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved