• რეკლამა
  • კონტაქტი
15:25, ოთხშაბათი, 15 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჰქონდათ დავალება მედია გაენადგურებინათ… მღვდლებმა იქადაგეს, პოლიცია განზე იდგა” – ლექსო ლაშქარავა

ალია ავტორი - ალია
17:02 07-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
171

რუსთაველის გამზირზე აგრესიული ჯგუფების მხრიდან განხორციელებულ მასტაბურ ძალადობას, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა იხსენებს. ჟურნალისტი დეტალურად ყვება მასზე თავდასხმის ფაქტს და ამბობს, რომ “ჟურნალისტები ხელისუფლებამ სამაგალითოდ დასაჯა”. 

“მოძრაობა “სირცხვილიამ” იცოდა, რომ დაიძრნენ მათი ოფისისკენ. ინფორმაცია ჰქონდა პოლიციასაც, 60 კაციან მასას მოყვებოდა 1 პოლიციელი, რომელიც საერთოდ რას აკეთებდა არ ვიცი. უბრალოდ ფორმა მოდიოდა თავისთვის. ესენი გამიზნულად მოდიან, რომ ვიღაც უნდა ჩაქოლონ და 1 პოლიციელი მოყვება.

კიბეზე ვიყავით სადარბაზოში. ჯერ მცემეს ადგილზე, კამერა წამართვეს და დამიმტვრიეს, ჟურნალისტს ტელეფონი წაართვეს და დაუმტვრიეს. მერე ორივე მხრიდან ჩაგვქოლეს და კიბიდან გადამაგდეს და დაბლა დაგდებულზე თავში და სახეში ფეხებს მირტყავდნენ,”- იხსენებს “დღის კურიერში” ლექსო ლაშქარავა.

მისივე თქმით, აგრესიული ჯგუფების დიდი ნაწილი თბილისელები არ იყვნენ. როგორც დაზარალებული ამბობს, რადიკალები მთიდან ჩამოყვანილი ხალხი იყო. ლექსო ლაშქარავა მიიჩნევს, რომ მასა დავალებას ასრულებდა.

“ესენი იყვნენ ტყვიები. იარაღი ვის ეკავა ხელში? ეს ხალხი იყო ყველა მართული, ბრბოს ჰქონდა დავალება, რომ მედია გაენადგურებინათ. პოლიცია განზე იდგა, ხელი არ უნდა შეეშალა. ეს ვანდალიზმი იყო საპატრიარქოს და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილება. მღვდლებმა იქადაგეს, საპატრიარქომ სიძულვილი დათესა. 2003 წლიდან ტელევიზიაში ვარ, არასდროს ასეთი რამ არ მომხდარა, რომ ტელევიზიებს ჟურნალისტები გადაღებიდან გაეთხოვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, 26 მაისსაც მსგავსი რამ არ მომხდარა. ეს იყო მიზანმიმართული, “გაპრავებული”… მთავრობამ სამაგალითოდ დაგვასაჯა ალბათ ჩვენი საქმიანობის გამო,”- აღნიშნა “დღის კურიერში” ლექსო ლაშქარავამ.

წყარო – რუსთავი2

თეგები: 5 ივლისის საქმეთავდასხმა ჟურნალისტებზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:18 07-15-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ნაკრები IOAI 2026-ის ოლიმპიადაზე იასპარეზებს

14:29 07-15-2026
მანქანის კონდეციონერი
ახალი ამბები

“ფრეონი აკლია, ძმაო” – დიდი საზაფხულო აფერა – როგორ ამოიცნო მანქანის კონდიციონერის პროფესიონალი ხელოსანი

19:27 07-14-2026
N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია
ახალი ამბები

N1 ქსელი სამოგზაუროდ – “სელფის” როუმინგის კამპანია

16:39 07-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved