• რეკლამა
  • კონტაქტი
07:44, ორშაბათი, 16 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პარლამენტმა უნდა დააყენოს პრემიერ-მინისტრის სამთავრობო გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რეგლამენტით განსაზღვრული წესით – “დემოკრატიის ინდექსი”

ალია ავტორი - ალია
15:19 07-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

დემოკრატიის ინდექსი საქართველო, განცხადებას ავრცელებს:

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და შინაგან საქმეთა მინისტრის დღეს გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია მოქალაქეთა ძირითადი უფლებების დარღვევა. ამასთან, პრემიერ-მინისტრის და შსს-ს განცხადებები მიუთითებს მათ მიერ სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული პოლიტიკისგან გადახვევას, რითაც მთავრობა გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტმა უნდა დააკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას და დაიწყოს უნდობლობის პროცედურა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობა პასუხისმგებელია პარლამენტის წინაშე, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსაზღვრული პოლიტიკისგან გადახვევის შემთხვევაში იგი შეიძლება უნდობლობას დაექვემდებაროს, რაც მთავრობის გადაყენების საფუძველია.  

მთავრობა ვალდებულია განუხრელად ემსახუროს კონსტიტუციას და პარლამენტის მიერ მიღებულ პოლიტიკურ კურსს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განახლებული სამთავრობო კაბინეტით წარსდგა პარლამენტის წინაშე და 22 თებერვალს მიიღო მხარდაჭერა სამთავრობო პროგრამით, რომელიც მოიცავდა შემდეგს:

– ქმედითი ღონისძიებების გატარების გაგრძელება თანასწორობის უფლების რეალიზებისთვის, ადამიანების ნებისმიერი ნიშნით დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად;[1]

– ევროკავშირში სრულყოფილ ინტეგრაცია, ხოლო 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთება[2].

სამთავრობო პროგრამა იმეორებს კონსტიტუციის ძირითად დებულებას, რომელიც განამტკიცებს თანასწორობას, როგორც ადამიანის წარუვალ უფლებას[3]. ძირითადი კანონი, აგრეთვე, ავალებს კონსტიტუციურ ორგანოებს თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.[4]

პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის მიერ დღეს გავრცელებულმა განცხადებებმა ცხადყო, რომ მთავრობამ გადაუხვია პარლამენტის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. მიმდინარე მოვლენებმა გამოკვეთა წყვეტა 2021 – 2024 წლების სამთავრობო პროგრამას სახელწოდებით: „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ და მთავრობის მოქმედებებს შორის, რაც გამოიხატა შემდეგში:

– პრემიერ-მინისტრის 5 ივლისის განცხადების[5] უდიდესი ნაწილი ეთმობოდა ქვეყანაში არსებულ ტრადიციებზე და წესებზე საუბარს. მისი აზრით, უმცირესობა უნდა დაექვემდებაროს უმრავლესობის ნებას და მათ შორის დაპირისპირების ასარიდებლად პრაიდის ორგანიზატორებსა და მონაწილე პირებს უნდა შეეზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება. მან, ერთი მხრივ, გაუსვა ხაზი LGBTQ -ის უფლებათა დამცველებისა და მათი მოწინააღმდეგეების გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობასა და დისკრიმინაციის მიუღებლობაზე, მაგრამ, მეორე მხრივ, მხოლოდ სექსუალურ უმცირესობათა უფლებათა დამცველებს მოუწოდა თავი შეიკავონ აღნიშნული კონსტიტუციური უფლებით სარგებლობისაგან და არ ჩაატარონ ე.წ. პრაიდი. მოწინააღმდეგე მხარეს იგივენაირად არ მოუწოდა თავის შეკავება და მხოლოდ შემოიფარგლა ძალადობისგან თავის შეკავებაზე ზოგადი ხაზგასმით. პრემიერ-მინისტრმა დაუსაბუთებლად მიანიჭა უპირატესობა მეორე მხარეს, რითაც ხელი შეუწყო ძალადობას, რამაც გამოიწვია სექსუალურ უმცირესობათა მიმართ დისკრიმინაცია. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიუღებელია ამგვარი აქციის ჩატარება, რადგან, „როდესაც ზედმეტად ხდება აპელირება და ხაზგასმა მათ განსხვავებულობაზე“ უფრო მეტად იწვევს ეს პროცესი დისკრიმინაციას. მთავრობის მეთაური გასცდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს და შეეცადა დაევიწროებინა კანონით განსაზღვრული გამოხატვის ფარგლები. შესაბამისად, პრემიერმა გადაუხვია საქართველოს კანონმდებლობითა და სამთავრობო პროგრამით პარლამენტის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას.

– შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადებაც[6] პრემიერ-მინისტრის რიტორიკის გაგრძელება იყო. სამინისტრომ, პასიური მოქმედებებით, ასევე, უარი თქვა საკუთარი ვალდებულების შესრულებაზე და მოუწოდა პრაიდის წევრებს უარი თქვან გამოხატვის უფლებით სარგებლობაზე. მოწინააღმდეგე მხარეთა მიმართ კი, მხოლოდ ძალადობისგან თავის შეკავების მოწოდებით შემოიფარგლა. პოლიციამ აღნიშნული განცხადებით წაახალისა მოძალადე ჯგუფების მიერ პრაიდის მხარდამჭერთა და სხვა პირთა მიმართ ძალადობა, რაც საბოლოოდ დამთავრდა მათ მიერ დისკრიმინაციული მოტივით სხვადასხვა ძალადობრივი ქმედების ჩადენით[7].

– ამასთან, პრემიერ-მინისტრმა და საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთმა წევრმა დისკრიმინაციის მსხვერპლთა უკან დაინახეს მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიის ინტერესები. ამით, კიდევ ერთხელ ხელი შეუწყვეს მათ მიმართ დისკრიმინაციული ნიშნით სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჩადენას.

პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებებით გაწყდა ლეგიტიმური კავშირი პარლამენტის მიერ განსაზღვრულ პოლიტიკას, რომლის საფუძველზეც მათ მიენიჭათ ნდობა, და მათ ქმედებებს შორის. დაირღვა კონსტიტუციით აღიარებული ადამიანის წარუვალი ფასეულობები. გამომდინარე აქედან,  „დემოკრატიის ინდექსი – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს დააყენოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო გუნდის მიმართ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი და გამოუცხადოს უნდობლობა კონსტიტუციითა და რეგლამენტით განსაზღვრული წესით.

[1] სამთავრობო პროგრამა 2021 − 2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“, გვ. 16. ხელმისაწვდომია: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/269496? [15:11 05.07.2021]

[2] იქვე, გვ. 19.

[3] საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი.

[4] საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი.

[5] პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი, https://www.facebook.com/GaribashviliOfficial/videos/1352175801843436 [16:05 05.07.2021]

[6] შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქ გვერდი,

[7] აღნიშნული გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ. მაგალითად, აქციის მონაწილეებმა დაარბიეს ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/radiotavisupleba/posts/10159636460407360 [16:40 05.07.2021]

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved