• რეკლამა
  • კონტაქტი
08:26, ორშაბათი, 9 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

10-10 კაცი რომ ერთს დასდევდა, ამას კაცობა, ან ვაჟკაცობაში ჰქვია?! – კახა კუჭავა

ალია ავტორი - ალია
13:30 07-06-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა:

„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ დღეს, რაც ჩვენ ვიხილეთ, ეს იყო სამარცხვინო, ის, რაც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად არ ეკადრება. ქმედებები, რომელსაც არ შეიძლება, ჰქონდეს გამართლება. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ვიტყვით სიტყვას მაგრამ, არავითარი მაგრამ! არ შეიძლება, იმის გამართლება, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ და აუცილებლად დასაგმობია ყველას მხრიდან.

ჩვენ ისტორიულად გვაერთიანებს სიყვარული და ჩვენი რელიგია, რომელიც მოგვიწოდებს მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემისკენ. რაც გუშინ ვიხილეთ, მით უმეტეს, რელიგიის სახელით განხორციელებული ეს ქმედებები, უბრალოდ მიუღებელია. მართლა არ მესმის, ათ-ათი კაცი რომ ერთს დასდევდა, ამას ან კაცობა ჰქვია, ან ვაჟკაცობაში თვლიან, ან ვისი სახელით აკეთებენ ამას?! განსაკუთრებით მიუღებელია, როდესაც ჟურნალისტებზე ხდება თავდასხმა – ჟურნალისტებზე, ოპერატორებზე, ადამიანებზე, რომლებიც თავის საქმეს აკეთებენ. არავის აქვს უფლება და არც უნდა მიეცეს ვინმეს იმის საშუალება, რომ შეაფერხოს მათი საქმიანობა.

მიუხედავად იმისა, რომ მე თავიდანვე გავაკეთე განცხადება, შემდეგ კადრები რაც ვიხილე, შეუძლებელია, ნებისმიერი ადამიანისგან ეს იყოს მკაცრად გაკრიტიკებული. არ აქვს მსგავს სიძულვილს ადგილი ჩვენს ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ჟურნალისტებზე, ტურისტიც კი დაზარალდა და ჩვეულებრივ მოქალაქეებს ქუჩაში დასდევდნენ. მინდა, ამ ადამიანებს ვკითხო, ხვალ მათი შვილები შეიძლება იყვნენ ოპერატორები და ჟურნალისტები და უნდა გაამართლონ მათ შვილებზე ასეთი ქმედება?! ეს ყოვლად მიუღებელია. ერთადერთი გამოსავალი და შემდეგი ნაბიჯია – მკაცრი რეაგირება, იდენტიფიცირება ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას, უნდა დაისაჯოს ყველა. სხვანაირად ჩვენ ვერ განვვითარდებით.

ასევე, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ევროკავშირის დროშის დაშვებას. ჩემს განცხადებაში ვთქვი და სამწუხაროდ, ალბათ ვერ შეისმინეს, რომ სახელმწიფოებრივად ეაზროვნათ. ოფისების დარბევის კადრები რაც ჩვენ ვიხილეთ, არ შეიძლება იყოს რამენაირად გამართლებული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აუცილებელია მკაცრი რეაგირება ამ საკითხებზე. ვიმედოვნებ, რომ ძალიან მალე იქნებიან იდენტიფიცირებული ეს ადამიანები. ვიცი, რამდენიმე ადამიანი უკვე დაკავებულია. არსებობს კადრები და აუცილებელია, მათზე მოხდეს შესაბამისი კანონიერი რეაგირება. მსურს, მოსახლეობამ, პირველ რიგში, იხილოს თუ რაოდენ გამჭვირვალე იქნება გამოძიება. ეს ვერც დაიმალება, კადრებზეა ყველაფერი ასახული. არ შეიძლება ამაზე თვალის დახუჭვა. ველოდებით შესაბამის რეაგირებას და რაც მთავარია, მკაცრ რეაგირებას ამ ქმედებებზე“

თეგები: კახა კუჭავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved