• რეკლამა
  • კონტაქტი
17:18, ორშაბათი, 2 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სასწრაფოდ – ქუთაისიდან ექიმის ინტერვიუ – ჯანდაცვის სამინისტრო გვატყუებს?

ალია ავტორი - ალია
20:55 02-24-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

დღეს ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა შეიყვანეს ვირუსის ნიშნებით.

“ალიას” დაუკავშირდა ექიმის ქუთაისიდან:

ცოტა ხნის წინ წავიკითხეთ თქვენს გვერდზე, უცხოეთში მცხოვრები ქართველი ექიმის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში მალე აფეთქდება კორონავირუსი, რადგან არ იცავენ წესებსო. სამწუხაროდ უნდა დავეთანხმო.

ახლა გვიწევს პაციენტი, რომელსაც არ ვიცით აქვს თუ არა კორონავირუსი. იმისათვის რომ ანალიზი ავიღოთ, უნდა მოგვცეს ჯანდაცვის ცენტრმა ნებართვა და მერე გადაიგზავნება ანალიზისთვის ნიმუში ლუგარს ლაბორატორიაში.

სანამ ჯანმრთელობის სამინისტრო ამ ნებართვას მოგვცემს, ჯერ გარეგანი დათვალიერებით, რენტგენის სურათის მიხედვით უნდა გადავწყვიტოთ – საჭიროა მართლა ანალიზი, თუ არა.

ეს არის ვირუსი, რომელიც მუტირებს, ვირუსი, რომელიც არ არის ბოლომდე გამოკვლეული – როგორ შეიძლება ვიყოთ ექიმის დათვალიერების და თუნდაც რენტგენის იმედად?

ევროპის ბევრ ქვეყანაში, ვირუსის სიმპტომების გამოვლენისთანავე – პაციენტს პირველ რიგში უტარდება კომპიუტერული ტომოგრაფია და იღებენ ვირუსზე ანალიზს! – რატომ? – იმიტომ, რომ რენტგენით ვერ დაადგენ სრულ სურათს და სანამ ანალიზის პასუხი მოვა – მანამდე, სავარაუდო პასუხი გეცოდინება, რომ შემხებლობაში მყოფი პირები დაადგინო და ნამდვილ საკარანტინო სივრცეში გადაიყვანო და არა სასტუმროში, რომელსაც საერთო ვენტილაციის სისტემა აქვს!

განა რა ჯდება ისეთი ანალიზი, რომ ჯანდაცვის ნებართვა გვჭირდება მის ასაღებად? ავუღოთ ანალიზი ყველას, ვისზეც არსებობს ეჭვი, რაკი ინფექციურის ბოქსირებულ პალატაში გვყავს, რაკი ნიშნები არსებობს ვირუსის, ესე იგი არის ეჭვი, ხომ?

უკიდურესად დაძაბული ვითარებაა, ექიმებიც ძალიან დაძაბულნი ვართ. პაციენტები გადმოჰყავთ სასწრაფო დახმარების მანქანებით და დავუშვათ, პაციენტი, რომელიც არის მოწამლული, გადმოჰყავთ იგივე მანქანით, რომლითაც, ცოტა ხნით ადრე, მოიყვანეს კორონავირუსის ნიშნების მქონე პაციენტი. არ ხდება სასწრაფო სამედიცინო მანქანის დეზინფექცია. არ ხდება ცალკე მანქანების გამოყოფა. არ მოქმედებს ცხელი ხაზი – სადაც მხოლოდ კორონავირუსის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში დარეკავენ.

ევროპის ქვეყნებმა უკვე გამოჰყვეს ცხელი ხაზი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩვეულებრივ, მორიგე ბრიგადას აუკრძალეს კორონავირუსის ნიშნების მქონე პაციენტის გადაყვანა – სპეციალური აღჭურვილობა, სპეციალური ტრანსპორტია გამოყოფილი.

კი, ბატონო, იმიტომ იჩენს ასეთ სიფრთხილეს ევროპა, რომ იტალიაში უკვე უამრავი ადამიანია დაინფიცირებული – მაგრამ, ევროპას საშუალება და ფუფუნება აქვს, ერთ საათში გამოყოს ბოქსირებული პალატები, აღჭურვილობა, ერთ საათში უზრუნველჰყოს ცხელი ხაზი და ჩვენ – არა!

წარმოდგენაც მიჭირს, რა გვეშველება, კორონავირუსის აფეთქება რომ დაიწყოს საქართველოში!

რამდენიმე საათი უნდა ველოდებით ჯანდაცვის ცენტრიდან დადასტურებას, რომ პაციენტს გავუკეთოთ ანალიზი კორონავირუსზე – განა ეს ნორმალურია?

რა თქმა უნდა სახელს და გვარს ვერ გეტყვით, გვეკრძალება ნებისმიერი ინფორმაციის გაჟღერება და ამ წესს ყოველთვის ვიცავდით აქამდე, მაგრამ ჩვენ ექიმები ვართ, ჩვენ გვევალება ადამიანების გადარჩენა და არა მოტყუება. ეს რომ მხოლოდ ჩვენი, ექიმების პრობლემა იყოს – ხმას არ გავიღებდით, მაგრამ ახლა იძულებულნი ვართ ხალხი გავაფრთხილოთ:

ის საკარანტინო სივრცე, რომელიც მოაწყვეს – არც აღჭურვილია ისე, როგორც საკარანტინო სივრცე უნდა იყოს აღჭურვილი და არც სამყოფია.

თუ ბოქსირებული პალატა არ სჭირდება კატრანტინს – მაშინ, დავაწვინოთ ჩვეულებრივ პალატებში, ეგრე ყველა პალატის კარის მიხურვაა შესაძლებელი.

აუცილებლად უნდა გამოიყოს ცხელი ხაზი და სპეციალური მანქანები პაციენტთა გადასაყვანად, სპეციალურად მომზადებული სამედიცინო ბრიგადებით.

და არც ერთი წამი არ უნდა დავკარგოთ, მოგვცენ ექიმებს საშუალება, ვიმოქმედოთ ისე, როგორც საჭიროდ მივიჩნევთ! ჩაუტარონ ანალიზი სასწრაფოდ, ყველა იმ პაციენტს, რომელსაც ვირუსის ნიშნები აქვს.

ტყუილია, თითქოს, ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით ვმოქმედებთ, თუ ასეა, თუ ვტყუი, გაავრცელონ რეკომენდაცია ევროპის წამყვანი ქვეყნების – რაო, რას ამბობენ, საზოგადოებას ხელების დაბანა ურჩიეთ და მშვიდად დაიძინეთო?

ალია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved