• რეკლამა
  • კონტაქტი
14:22, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა

ალია ავტორი - ალია
17:15 07-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის წარმომადგენლებს, ქრისტოფ ლაკრუას და ჯიორჯიო ლოდოს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ვაჰაგ მურადიანი და ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი ალექსანდრე რამიშვილი ესწრებოდნენ.

გენერალური პროკურორის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ნათია მერებაშვილმა იმ რეფორმებისა და პროგრესის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2016 წლიდან პროკურატურაში აღნიშნული მიმართულებით განხორციელდა.

შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროკურატურაში დანერგილ პროკურორთა სპეციალიზაციაზე დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართულებით, რომლებზეც სისხლისსამართლებრივ დევნას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. შეხვედრის მონაწილეებს ასევე, სტატისტიკური მონაცემები მიეწოდათ ​ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. როგორც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, პროკურორთა სპეციალიზაცია მკვეთრად ზრდის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და ეს პროგრესი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლის ზრდაზეც აისახა.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო მსხვერპლზე და დაზარალებულზე ორიენტირებულ მხარდამჭერ მიდგომებს, გამოწვევებს, ასევე, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლს და ფუნქციებს. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოებას, მონაცემთა ერთიანი, სრულყოფილი, ზუსტი და გამჭვირვალე სისტემის შექმნას და გამოქვეყნებას.  

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებული საკითხები განიხილეს და პროკურორებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელო მითითებებსა და სპეციალური სტატისტიკის წარმოებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით, ძალისხმევის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოხატეს.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved