• რეკლამა
  • კონტაქტი
17:53, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პირველი, რაც თავში გაგიელვებს ამის წაკითხვისას, არის ის, რომ „ვაიმე, ანუ ვაქცინა არ მუშაობს?“ – როგორ მუშაობს სინამდვილეში ვაქცინა? – არჩილ მარშანია

ალია ავტორი - ალია
20:48 07-01-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

ექიმი არჩილ მარშანია ვაქცინირებული ადამიანების კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირების შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„ისრაელში ინფიცირებულების 50% არის სრულად ვაქცინირებული!

პირველი რაც თავში გაგიელვებს ამ „ჰედლაინის“ წაკითხვისას, არის ის, რომ „ვაიმე ანუ ვაქცინა არ მუშაობს?“ და ცხადია პირდაპირი თუ ირიბი ანტივაქსერული მოძრაობებიც მშვენივრად იყენებენ ამას და ავრცელებენ ისე, თითქოს ვაქცინა არ მუშაობს.

სინამდვილეში კი არც ისე ცუდადაა საქმე:

პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მეტი ვაქცინირებული იქნება მოსახლეობაში, მით უფრო მეტს გავიგებთ ვაქცინირებულების ინფიცირების შემთხვევებზე, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ 100% ვაქცინა არ არსებობს.

ანუ მთელი ქვეყანა რომ ავიცრათ და დაფიქსირდეს 2 შემთხვევა, ჰედლაინი იქნება შემდეგი: „ინფიცირებული ადამიანებიდან ყველა სრულად ვაქცინირებულია!“

ცუდად კი ჟღერს, მაგრამ 3 მილიონ მოსახლეზე 2 შემთხვევა რომ გაქვს, რა მერე, ვაქცინაზე კარგად მეტყველებს ეს თუ ცუდად?;

საუბარია სიმპტომურ კოვიდზე და არა მძიმე გართულებებზე, ანუ იმის მიუხედავად რომ „დელტა“ შტამის საწინააღმდეგოდ სიმპტომური კოვიდის პრევენცია შედარებით მცირეა, გართულებებისგან მაინც მაღალ პროცენტში გვიცავს; ისრაელი ლიდერია ვაქცინაციაში და მთელი მოსახლეობის 85% აცრეს.

ახლა მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ ქვეყანა სადაც:

მოსახლეობა არის=100 ადამიანი;

ვაქცინაცია 85%;

და დაფიქსირდა კოვიდ19-ს 4 ახალი შემთხვევა და 50% ინფცირებულებისა არის სრულად ვაქცინირებული (ანუ 2 დაფიქსირდა ვაქცინირებულებში, 2 კი არავაქცინირებულში)

გრაფიკულად ეს ასე გამოისახება (რაც ამ სტატუსზე თანდართულ სურათზეა).

ანუ ვაქცინირებულების 2%შია ინფიცირება, ხოლო არავაქცინირებულებში კი 13%-ში.

ეფექტურობა 85%-ა.

ანუ სტატისტიკურად, არავაქცინირებულთან შედარებით 85% ნაკლები შანსი აქვს ვაქცინირებულს დასნებოვნებისა.
ჰოდა მოდი ახლა კიდევ ერთხელ წავიკითხოთ:

„ისრაელში ინფიცირებულების 50% არის სრულად ვაქცინირებული!!!“
იმედია ეს ჰედლაინი უკვე ისე ცუდად აღარ ჟღერს როგორც სტატუსის დასაწყისში.

თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაითვალოს რომ ყველაფერი კარგადაა, რადგან:

ისრაელში 1/3 ინფიცირებისა მოდიოდა ბავშვებზე;

ზოგადად ბავშვების ინფიცირებაზე მსოფლიოდან არც ისე კარგი ამბები ისმის, სხვადასხვა მიზეზებით ცხადია თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ინფიცირება და სიკვდილიანობა სხვადასხვაა, მაგალითად ბრაზილიაში ამ კუთხით ძალიან ცუდი სიტუაციაა;

დელტა ვარიანტი გამოირჩევა გაცილებით მეტი გადამდებლობით და მომატებული ჰოსპიტალიზაციითაც;
ვაქცინების ეფექტურობა დელტა ვარიანტის მიმართ მცირედ შემცირებულია.

ასე რომ, მოკლედ რომ ვთქვათ: არც ისე ცუდადაა საქმე როგორც გვგონია, მაგრამ არც ისე კარგად – როგორც გვსურს. თუმცა(!) ეს ყველაფერი ისეთი ქვეყნისთვის როგორც ისრაელია.

ხოლო ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, სადაც ვაქცინაციის პროცესი რბილად რომ ვთქვათ ძალიან ნელა მიმდინარეობს, ვაქცინების დეფიციტია და ამას დამატებული ახალი თაობის ვაქცინები ვერ შემოდის და პარალელურად რეგულაციები უქმდება, ეს შეიძლება იყოს კატასტროფული შედეგების მომტანი და ასე თუ გაგრძელდა აუცილებლად იქნება კიდეც.

„სინოფარმს“ და „სინოვაკს“ რაც შეეხება, ზუსტი მონაცემები დელტა ვარიანტის წინააღმდეგ არ არის ამ ეტაპზე, მარტივად რომ ვთქვათ რაც ვიცით არის ის, რომ „ეფექტურია თუმცა ნაკლებად“.

ამის გამო ვაქცინაზე უარის თქმა არასერიოზული და დამაზიანებელია, არაეფექტურობას არავინ განიხილავს და არც იმას რომ „არაფერს აკეთებს“, თან გართულებებისგან დაცვა მოსალოდნელია რომ მეტი ექნება ვიდრე სიმპტომების დაცვა და ამის გარდა მარტო დელტა ვარიანტი არ ცირკულირებს, სხვებიც არიან.

პირველივე შესაძლებლობისთანავე, აიცერით ნებისმიერი ხელმისაწვდომი ვაქცინით და არ არის აუცილებელი

სახლში გამოკეტვა, უბრალოდ დაიცავით ყველა წესი შეძლებისდაგვარად/მაქსიმალურად:

ნიღაბი;
დისტანცია;
ოთახების განიავება;
ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება;
პირადი ჰიგიენა.“

თეგები: არჩილ მარშანია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved