პირველი არხის ჟურნალისტი, ირაკლი აბსანძე:
“იმედი მაქვს, ამ კვირაში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი – ჩემი სამსახური – ისეთივე ენთუზიაზმით და დაჟინებით დაუჭერს მხარს თანასწორობას და გაილაშქრებს სიძულვილის წინააღმდეგ, როგორც საფეხბურთო მატჩების და მატჩებს შორის შესვენებების რეიტინგებს ვაქვეყნებთ.
P.S. რეიტინგი, რეკლამის შემკვეთების გარდა, ტელეპროდუქტის ავტორებისთვისაც სასარგებლო ინსტრუმენტია. სამწუხაროდ, მაუწყებელი ამ ინფორმაციას ჩვენ უკვე თვეებია არ გვაწვდის. ალბათ, არც სხვა გადაცემებს.”
კომენტარები