• რეკლამა
  • კონტაქტი
16:26, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საქართველოს პროკურატურამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ეფექტიანი გამოძიების ჩატარება უზრუნველყო

ალია ავტორი - ალია
14:10 07-01-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
18

საქართველოს პროკურატურამ 2012 წლამდე პერიოდში, პატიმრის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი დ.მ. და ამავე დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი ჯ.ი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე “თედლიაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, 2015 წლის 24 ნოემბერს, ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც სიცოცხლის ხელყოფის აკრძალვას გულისხმობს. საქმე ეხება პატიმარ კახაბერ თედლიაშვილის გარდაცვალებას და ამ ფაქტის გამოძიებაში გამოვლენილ დარღვევებს, რის საფუძველზეც სახელმწიფომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარებაზე ვალდებულება აიღო.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2010 წელს, N6 დაწესებულების დირექტორმა დ.მ.-მ და უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ჯ.ი.-მ ამავე დაწესებულებაში მოთავსებულ, მსჯავრდებულ კახაბერ თედლიაშვილს ხელოვნურად შეუქმნეს პირობები, რათა მსჯავრდებული იძულებით დათანხმებოდა ადმინისტრაციასთან საიდუმლო თანამშრომლობას, რომელზეც უარის თქმის შემთხვევაში, მას დაწესებულებაში ხმების გავრცელებით ემუქრებოდნენ, თითქოს კ.თედლიაშვილი იყო ადმინისტრაციის საიდუმლო თანამშრომელი.

ზემოაღნიშნული უკანონო მეთოდებით და ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად დ.მ.-მ და ჯ.ი.-მ  კახაბერ თედლიაშვილს მისი ნების საწინააღმდეგოდ იძულებით ჩამოართვეს ხელწერილი დაწესებულების ადმინისტრაციასთან საიდუმლო თანამშრომლობის თაობაზე.

მიუხედავად აღნიშნულისა, კახაბერ თედლიაშვილი არ თანამშრომლობდა ადმინისტრაციასთან და არ აწვდიდა მათ მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას, რის გამოც 2010 წლის სექტემბრიდან 2011 წლის აპრილის ჩათვლით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზემოხსენებული თანამშრომლები უკანონო მეთოდებით და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ და მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას აიძულებდნენ.

მას შემდეგ, რაც საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული სხვა პატიმრებისთვის ცნობილი გახდა მსჯავრდებულის ადმინისტრაციასთან ვითომდა საიდუმლო თანამშრომლობის შესახებ, კახაბერ თედლიაშვილმა დაწესებულების დირექტორისა და უსაფრთხოების განყოფილების უფროსის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებების შესახებ, 2011 წლის აპრილში სახალხო დამცველის აპარატს და ასევე სხვადასხვა სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით აცნობა. 2011 წლის 8 აპრილს, კ. თედლიაშვილმა ასევე წერილობითი განცხადებით მიმართა დაწესებულების დირექტორს და აცნობა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრებოდა, რის გამოც მოითხოვა სხვა მსჯავრდებულებისგან იზოლაცია და სამარტოო საკანში მოთავსება.

მიუხედავად იმისა, რომ კ.თედლიაშვილი მოთავსებული იყო სამარტოო საკანში, დ.მ-სა და ჯ.ი.-ს  მიერ სამსახურებრივი მოვალეობის მიმართ გულგრილი დამოკიდებულების გამო, არ გატარებულა მსჯავრდებულის პირადი უსაფრთხოების დაცვის ეფექტური ღონისძიებები, კერძოდ, არ შეცვლილა დღის წესრიგი, რეჟიმი და არ გაძლიერებულა  მსჯავრდებულზე მეთვალყურეობა. სამარტოო საკანში მოთავსებული მსჯავრდებულის მიმართ გატარებული არაჯეროვანი ღონისძიებების შედეგად, 2011 წლის 19 აპრილს, კ.თედლიაშვილმა, სხეულზე  ნასერი ჭრილობები მიიყენა.

აღნიშნული ინცინდენტის შემდგომ,  ცხადი იყო, რომ  კახაბერ თედლიაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას რეალური საფრთხე ემუქრებოდა, როგორც მესამე პირებისგან, ასევე საკუთარი ქმედებებითაც. ხსენებული გარემოების მიუხედავად, დაწესებულების დირექტორი და უსაფრთხოების განყოფილების უფროსი, აგრძელებდნენ რა გულგრილ დამოკიდებულებას საკუთარი სამსახურებრივი მოვალეობის მიმართ, კვლავ არ შეცვალეს დღის წესრიგი და რეჟიმი მომეტებული საფრთხის მქონე მსჯავრდებულის მიმართ და არ მიიღეს უსაფრთხოების უზრუნველყოფის სხვა დამატებითი ეფექტური ღონისძიებები კანონმდებლობით მათთვის დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში. 

2011 წლის 30 აპრილს, კახაბერ თედლიაშვილი საკანში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.

ჯ.ი-ს და დ.მ-ს  ბრალდება 2021 წლის 30 ივნისს,  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებების და  სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, და მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც  ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N6 დაწესებულების ყოფილი დირექტორი დ.მ. არ იმყოფება საქართველოში და თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, ბრალდების შესახებ დადგენილება კანონით დადგენილი წესით მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს გადაეცემა.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა დადგენისა და გამოვლენის მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მოცემული ეტაპისთვის საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე გამოძიებას 34 სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოებს. გაწეული მუშაობის შედეგად, 2013 წლიდან დღემდე, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 39 პირის მიმართ. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით, ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად,  ყველა აღნიშნული კატეგორიის საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved