• რეკლამა
  • კონტაქტი
07:45, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) შეხვედრა გაიმართა

ალია ავტორი - ალია
17:58 06-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალური პროკურატურის, ევროპის საბჭოს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.

ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილემ ვაჰაგ მურადიანმა გახსნეს.

როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა განაცხადა, Bench & Bar-ის ფორმატში – პროკურორებს, მოსამართლეებსა და ადვოკატებს შორის გამართული შეხვედრის თემას – აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა წარმოადგენს. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღკვეთის ღონისძიების დასაბუთების ხარისხის ზრდა და ამ მიმართულებით ევროსასამართლოს პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. ამ კუთხით ბევრს ვმუშაობთ პროკურორების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. შესაბამისად, იურიდიული პროფესიის წარმომადგენლებს შორის მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს თეორიის და პრაქტიკის დახვეწას და გამოწვევებთან გამკლავებას“ – განაცხადა ნათია მერებაშვილმა.

Bench & Bar-ის შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა გირაო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. ევროპის საბჭოს კონსულტანტმა ლევან მესხორაძემ ​ადგილობრივ პრაქტიკასა და სამართალში წინასასამართლო ღონისძიებების გამოყენების კუთხით გამოვლენილ მთავარ ხარვეზებზე ისაუბრა. 

განხილულ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსიები გაიმართა და მხარეებმა ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს, შემუშავებული რეკომენდაციები შეაჯამეს და მათი განხორციელების სამომავლო ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე, ევროპის საბჭოს კონსულტანტმა ჯერემი მაკბრაიდმა წინასასამართლო ღონისძიებების გამოყენების ჭრილში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის განხილვის მთავარი შედეგების პრეზენტაცია გამართა.

როგორც ღონისძიების დასასრულს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა განაცხადა, მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება, რომლის ძირითადი მიზანია სამივე იურიდიული პროფესიების  დიალოგის კულტურის დამკვიდრების გზით,  ერთგვაროვანი პრაქტიკის გაძლიერება. „მნიშვნელოვანია, რომ მართლმსაჯულება გახდეს უფრო ხარისხიანი და სანდო ჩვენი საზოგადოებისთვის და თავიდან ბოლომდე ორიენტირებული იყოს  ადამიანის ინტერესებსა და მათი უფლებების დაცვაზე” – აღნიშნა დავით ასათიანმა.

ევროპის საბჭოს პროექტის უფროსი ოფიცერის გიორგი გიორგაძის თქმით, საქართველოს პროკურატურაში Bench & Bar-ის ფორმატში გამართული შეხვედრა მიზნად ისახავდა აღკვეთი ღონისძიებების საკითხების განხილვას და საერთო მიდგომების შემუშავებას. “შეხვედრის ფარგლებში, ევროპის საბჭოს ექსპერტებმა წარადგინეს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კვლევა, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც შემდგომ საკანონმდებლო რეგულაციას საჭიროებს. გარდა ამისა, პრაქტიკის შემდგომი დახვეწის კუთხით რეკომენდაციები გაიცა” – განაცხადა გიორგი გიორგაძემ.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს მუშაობა ევროპის საბჭოსა და USAID/PROLoG-ის მხარდაჭერით ხორციელდება.

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) დაარსების შესახებ მემორანდუმს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა 2020 წლის ივლისში ხელი მოაწერეს.

საბჭოს მიზანია  ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულების და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, აზრთა თავისუფალ გაცვლა-გამოცვლას, მართლმსაჯულების პრესტიჟის, საზოგადოების ნდობის და მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა კომპეტენციის ამაღლებას.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?
ახალი ამბები

რომელი ევაკუატორით სჯობს საჭის ჩაკეტვისას მანქანის გადატანა?

14:50 05-30-2026
მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა
ახალი ამბები

მითები და რეალობა ბუასილის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე – ლევან გულუა

19:45 05-29-2026
თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa საქართველოში პრემიუმ სამოგზაურო გამოცდილებას ავითარებენ

18:32 05-29-2026
“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი
ახალი ამბები

“ესაა ყველაზე მნიშვნელივანი, რაც უნდა იცოდნენ ოფთალმოლოგიის პაციენტებმა” – გიორგი ნანობაშვილი

17:23 05-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved