• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, ხუთშაბათი, 3 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სულ ესაა დღევანდელი კინო. ოპერაცია – შარლ მიშელის შეთანხმების ,,ერთგული” ოცნება და ,,დამოუკიდებელი და პრინციპული” სასამართლო“ – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
17:35 06-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში წერს:

„ახლა გეტყვით, როგორ იქნებოდა ეგ ამბავი. დავიწყოთ თავიდან.

1. შარლ მიშელის დოკუმენტში ჩაიწერა სასამართლო რეფორმა. ოცნებამაც სიამოვნებით მოაწერა ხელი – შემდგომი გადაგდების პერსპექტივით. შეთამხმება მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებასაც გულისხმობდა.

2. იუსტიციის საბჭომ მაინც დაიწყო მოსამართლეების დანიშვნა. ერთ დღეში 90 მოსამართლე განამწესა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიც კი შეარჩია.

3. გაგიჟდნენ ელჩები, ხომ შევთანხმდით, რომ მოსამართლეების დანიშვნა უნდა შეგეჩერებინათო. მთლად მარკერით გაუხაზეს.

4. ახლა ოცნებამ და სასამართლომ თავიანთი ჭკუით დაიწყეს მაიმუნობა. ოცნებას უნდა ეთქვა – სასამართლო დამოუკიდებელია და ჩვენ ვინ გვეკითხება, ვერ ჩავერევითო (აბა რას მოაწერეს ხელი ?! ) სასამართლომ თქვა, ჩვენ საქართველოს კანონმდებლობით ვმოქმედებთ და რაში გვაინტერესებს, ოცნებამ რას მოაწერა ხელიო. ახლა ამას რომელი ელჩი ჭამს ?! ყველაზე კარგად იციან, რა ,,დამოუკიდებელიცაა” ეს სასამართლო.

5. ამიტომ ოცნებამ ასეთი რამე მოიფიქრა. სასამართლოს დაავალა, მიდით, ბიჭებო, რამე შეხვედრა გააკეთეთ და თქვით, ვითომ ჩვენ თქვენზე ვახდენთ ზეწოლას, რომ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებას გთხოვთო. ამით ჩვენც კაი ბიჭები გამოვჩნდებით, არგუმენტი გვექნება ელჩებთან და თქვენც მაგრები იქნებით, რომ ვითომ ჩვენს ზეწოლას არ ეგუებით და კანონის დაცვით წარმართეთ გასულ დღეებში დანიშვნის პროცესიო.

6. შეიკრიბნენ ჯიგრები და მურუსიძემ თქვა, ჩვენზე ზეწოლას ნუ ახდენთო. იქვე ბოლომდე გზა არ მოჭრა, ე მანდ ვინ იცის, ელჩები კიდევ სადამდე გაჭედავენო და შესთავაზა ყველას, მოდი, ვიბაზროთ და დავალაგოთო.

7. სულ ესაა დღევანდელი კინო. ოპერაცია – შარლ მიშელის შეთანხმების ,,ერთგული” ოცნება და ,,დამოუკიდებელი და პრინციპული” სასამართლო.

8. ელჩები რომ ამას არ ჭამენ, ცხადია. უბრალოდ, რას იზამენ, ეგაა მთავარი.“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სამედიცინო ინვენტარი
ახალი ამბები

რატომ არის ჟანგბადის ბალონის სწორად შერჩევა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი? – სამედიცინო ინვენტარის ქირაობა

21:48 09-02-2026
შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე
ახალი ამბები

შეუძლია, თუ არა, რობოტს ქირურგის ჩანაცვლება? – ყველაფერი რობოტულ ქირურგიაზე

19:44 09-02-2026
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა

18:48 09-02-2026
“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე –  სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?
ახალი ამბები

“მუნჯი” წყლულის მთავარი საფრთხე – სად გადის ზღვარი წყლულსა და გასტრიტს შორის და რა შემთხვევაშია სიტუაცია საგანგაშო?

13:13 09-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved