• რეკლამა
  • კონტაქტი
12:22, კვირა, 8 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარტვილში 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულმა 2018-ში 9 წლის ბავშვზეც იძალადა – POG

ალია ავტორი - ალია
16:52 06-25-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მარტვილში არასრულწლოვნის გაუპატიურების გამო დაკავებულმა ერთ-ერთმა კაცმა 2018 წელს 9 წლის გოგოს მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. 

კერძოდ, ზ.გ.-ს ბრალდება წარედგინა, წინასწარი შეცნობით 14 წლის ასაკს მიუღწეველთან, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, ძალადობით, ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის. 

მამა-შვილს ბრალდება უკვე წარედგინა, ისინი 23 ივნისს დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლიდან 2021 წლის 21 ივნისის ჩათვლით, ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულის ასაკის გამო მისი უმწეობის გამოყენებით, 8 წლის გოგონა რამდენჯერმე გააუპატიურეს. ასევე დადგინდა, რომ 2018 წლის 21 იანვარს ზ.გ.-მ დაზარალებულის ასაკის გამო უმწეობის გამოყენებით, ძალადობით 9 წლის გოგონას მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. ბ.გ. და ზ.გ. დაზარალებულ არასრულწლოვნებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ, თუ ისინი მომხდარის შესახებ ვინმეს მოუყვებოდნენ.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინათ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.

ორივე პირისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

ცნობისთვის, სამეგრელოში 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით 2 კაცი დააკავეს. დაკავებულები მამა და შვილი არიან. მათი ასაკი 65 და 35 წელია. 

დაკავებიდან მალევე, ცნობილი გახდა, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა მათი სახლი გადაწვეს.

თეგები: ძალადობა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის პაკეტები სპეციალურ ფასად!

10:00 11-07-2026
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
ახალი ამბები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

15:45 11-06-2026
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესმობაილბანკში ანაბრის გახსნა უკვე ციფრულადაა შესაძლებელი

15:40 11-06-2026
პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

პერსონალურ საბანკო მომსახურებაში ინოვაციებისთვის თიბისიმ The Banker-ის საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა

13:54 11-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved